გერმანიის მმართველი მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიცია შეთანხმდა გეგმაზე, რომელიც 2022 წლისთვის ქვეყანაში ატომური ელექტროსადგურების დახურვას ითვალისწინებს. გადაწყვეტილების ფონია გერმანიაში მიმდინარე დისკუსია ბირთვული ენერგიის უსაფრთხოების შესახებ - დისკუსია, რომელიც იაპონიაში მიწისძვრითა და ცუნამით ფუკუსიმის სადგურის დაზიანებამ და კრიზისმა გამოიწვია.
გერმანია პირველი განვითარებული ქვეყანაა, რომელიც ბირთვულ ენერგიაზე უარს ამბობს.
როგორც ამ ქვეყნის მმართველმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა კოალიციამ გამოაცხადა, 2022 წლისთვის იქ ყველა ბირთვული ელექტროსადგური დაიხურება.
გადაწყვეტილებას, რომელიც გარემოს დაცვის მინისტრმა ნორბერტ რიოტგენმა ბერლინში გამოაცხადა, ბიძგი მისცა იაპონიაში, ფუკუსიმის ატომურ სადგურზე შექმნილმა კრიზისმა: "ენერგოპოლიტიკის სფეროში კოალიციამ შეთანხმებას და ცვლილებას მიაღწია. ბირთვული ელექტროსადგურების დახურვასთან მიმართებით ჩვენი შეთანხმება შემდეგს ითვალისწინებს: შვიდი ძველი ბირთვული ელექტროსადგური, რომლებსაც მორატორიუმი შეეხო, და კრუმელის სადგური ქსელში აღარ ჩაირთვება, ხოლო კიდევ ექვსი ატომური ელექტროსადგურისგან შემდგარი მეორე ჯგუფი მოხმარებიდან, ყველაზე გვიან, 2021 წელს, სამი ყველაზე თანამედროვე სადგური კი 2022 წელს გავა.“
რიოტგენის თქმით, მთავრობამ უმეტესწილად გაიზიარა იმ ეთიკის კომისიის რეკომენდაციები, რომელიც კანცლერმა ანგელა მერკელმა იაპონიაში, ფუკუსიმის ატომურ სადგურზე კრიზისის გაჩენის შემდეგ ჩამოაყალიბა.
კომისიის ანგარიში კვირას განიხილა კოალიციამ, რომელიც მოიცავს ქრისტიან-დემოკრატთა გაერთიანებას, ბავარიაში მის დობილ პარტიას - ქრისტიანთა სოციალურ გაერთიანებას - და თავისუფალ დემოკრატებს.
გვიან საღამომდე გაგრძელებულ მოლაპარაკებებზე პარტიები შეთანხმდნენ, რომ ქვეყნის ერთ-ერთ ძველ ატომურ სადგურს სარეზერვოდ დაიტოვებენ 2013 წლისთვის იმ შემთხვევაში, თუკი განახლებადი ენერგია და წიაღისეული საწვავი ზამთარში შექმნილ მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს.
ბირთვული ენერგია ქვეყნის ენერგიის საჭიროების 23 პროცენტს ფარავს.
ეს გადაწყვეტილება, რომელიც, რიოტგენის თქმით, შეუქცევადია, ანგელა მერკელისთვის პოლიტიკის რადიკალურ ცვლილებას წარმოადგენს. ჯერ კიდევ 2010 წელს ის ქვეყნის 17 ბირთვული რეაქტორისთვის მოქმედების ვადის გახანგრძლივებას ცდილობდა, მაგრამ საზოგადოების მხრიდან წინააღმდეგობამ, რაც ფუკუსიმის კატასტროფამ ერთიორად გააძლიერა, მერკელი აიძულა ინიციატივაზე უარი ეთქვა და ქვეყნის შვიდი ძველი სადგური უსაფრთხოების შემოწმების ჩატარებამდე დაეხურა.
ორშაბათს, ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, მერკელმა თქვა, გერმანია ახლა უსაფრთხო ენერგიის გამოყენების გზას უნდა დაადგესო: „ეთიკის კომისიამ აჩვენა, რომ ჩვენი ენერგიის სისტემა ფუნდამენტურ ცვლილებას საჭიროებს და რომ ეს ცვლილება შესაძლებელია. ჩვენ გვსურს მომავლის ელექტროენერგია უფრო უსაფრთხო გახდეს და, ამავე დროს, სანდო და ეკონომიკურად მყარი იყოს.“
ბირთვული ენერგიის მოხმარების შეწყვეტას და განახლებადი ენერგიის გამომუშავებას მილიარდობით ევროს მოცულობის ინვესტიციები დასჭირდება. მაგრამ ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ამ გაბედული ნაბიჯით გერმანიამ შეიძლება დიდი მოგება ნახოს - ის შესაძლოა განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების სწრაფად მზარდი ბაზრის ავანგარდში აღმოჩნდეს.
მოუნხენში განთავსებული ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის პროფესორმა, ნოსრატ ვაჰედიმ, რადიო თავისუფლებას შემდეგი უთხრა: „როგორც განვითარებული ქვეყანა, გერმანია თვლის, რომ ახლა საუკეთესო დროა ახალი ტექნოლოგიების შესაქმნელად და დასანერგად. ეს ტექნოლოგიები გერმანიაში თუ წარმატებული აღმოჩნდა, მაშინ მსოფლიო ბაზარზეც დაიმკვიდრებს ადგილს.“
გარემოს დაცვისა და ეკონომიკური მოსაზრებების გარდა, მერკელის გადაწყვეტილებაში პოლიტიკურმა ფაქტორებმაც დიდი როლი შეასრულა. ბირთვული ენერგიის მიმართ გერმანიის საზოგადოებაში არსებულმა ნეგატიურმა განწყობებმა მნიშვნელოვნად გაამყარა მწვანეთა პარტიის პოზიციები, მწვანეთა პარტიისა, რომელმაც მარტში გამარჯვება მოიპოვა ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში ჩატარებულ არჩევნებში. არადა, ამ არჩევნებამდე ეს მხარე მერკელის პარტიის ტრადიციულ მხარდამჭერად ითვლებოდა.
ამ შაბათ-კვირას ქვეყნის მასშტაბით ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ბირთვული ენერგიის წინააღმდეგ გამართულ აქციებში. გარემოსდამცველი ორგანიზაცია „გრინპისის“ აქტივისტებმა ბერლინის ბრანდენბურგის ჭიშკრის თავზე დიდი პლაკატი გაშალეს, რომელსაც ბირთვული ენერგიის გამოყენების რაც შეიძლება სწრაფად შეწყვეტის მოწოდება ეწერა.
გერმანია პირველი განვითარებული ქვეყანაა, რომელიც ბირთვულ ენერგიაზე უარს ამბობს.
როგორც ამ ქვეყნის მმართველმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა კოალიციამ გამოაცხადა, 2022 წლისთვის იქ ყველა ბირთვული ელექტროსადგური დაიხურება.
გადაწყვეტილებას, რომელიც გარემოს დაცვის მინისტრმა ნორბერტ რიოტგენმა ბერლინში გამოაცხადა, ბიძგი მისცა იაპონიაში, ფუკუსიმის ატომურ სადგურზე შექმნილმა კრიზისმა: "ენერგოპოლიტიკის სფეროში კოალიციამ შეთანხმებას და ცვლილებას მიაღწია. ბირთვული ელექტროსადგურების დახურვასთან მიმართებით ჩვენი შეთანხმება შემდეგს ითვალისწინებს: შვიდი ძველი ბირთვული ელექტროსადგური, რომლებსაც მორატორიუმი შეეხო, და კრუმელის სადგური ქსელში აღარ ჩაირთვება, ხოლო კიდევ ექვსი ატომური ელექტროსადგურისგან შემდგარი მეორე ჯგუფი მოხმარებიდან, ყველაზე გვიან, 2021 წელს, სამი ყველაზე თანამედროვე სადგური კი 2022 წელს გავა.“
ეთიკის კომისიამ აჩვენა, რომ ჩვენი ენერგიის სისტემა ფუნდამენტურ ცვლილებას საჭიროებს და რომ ეს ცვლილება შესაძლებელია...
კომისიის ანგარიში კვირას განიხილა კოალიციამ, რომელიც მოიცავს ქრისტიან-დემოკრატთა გაერთიანებას, ბავარიაში მის დობილ პარტიას - ქრისტიანთა სოციალურ გაერთიანებას - და თავისუფალ დემოკრატებს.
გვიან საღამომდე გაგრძელებულ მოლაპარაკებებზე პარტიები შეთანხმდნენ, რომ ქვეყნის ერთ-ერთ ძველ ატომურ სადგურს სარეზერვოდ დაიტოვებენ 2013 წლისთვის იმ შემთხვევაში, თუკი განახლებადი ენერგია და წიაღისეული საწვავი ზამთარში შექმნილ მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს.
ბირთვული ენერგია ქვეყნის ენერგიის საჭიროების 23 პროცენტს ფარავს.
ეს გადაწყვეტილება, რომელიც, რიოტგენის თქმით, შეუქცევადია, ანგელა მერკელისთვის პოლიტიკის რადიკალურ ცვლილებას წარმოადგენს. ჯერ კიდევ 2010 წელს ის ქვეყნის 17 ბირთვული რეაქტორისთვის მოქმედების ვადის გახანგრძლივებას ცდილობდა, მაგრამ საზოგადოების მხრიდან წინააღმდეგობამ, რაც ფუკუსიმის კატასტროფამ ერთიორად გააძლიერა, მერკელი აიძულა ინიციატივაზე უარი ეთქვა და ქვეყნის შვიდი ძველი სადგური უსაფრთხოების შემოწმების ჩატარებამდე დაეხურა.
როგორც განვითარებული ქვეყანა, გერმანია თვლის, რომ ახლა საუკეთესო დროა ახალი ტექნოლოგიების შესაქმნელად და დასანერგად...