„ქართული პარტიის“ პოლიტიკურმა მდივანმა ეროსი კიწმარიშვილმა გუშინ, 16 მაისს, „სახალხო კრებას“ და ნინო ბურჯანაძეს 21 მაისამდე კონსულტაციების დაწყება შესთავაზა. განცხადება ამის შესახებ ეროსი კიწმარიშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გააკეთა. ნინო ბურჯანაძე შეთავაზებას გამოეხმაურა. შედგება თუ არა კონსულტაციები და რა საფუძველს შეიძლება ემყარებოდეს ამ ორ პოლიტიკურ სუბიექტს შორის სამომავლო ურთიერთობა?
იმ საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით, რომელიც დღეს არსებობს ქვეყანაში, „ქართული პარტია“ „სახალხო კრებას“ და ნინო ბურჯანაძეს პოლიტიკური კონსულტაციების დაწყებას სთავაზობს, განაცხადა „ქართული პარტიის“ პოლიტიკურმა მდივანმა ეროსი კიწმარიშვილმა ტელეკოპანია „მაესტროს“ ეთერში:
”‘ქართული პარტია’ მზად არის ‘სახალხო კრებასა’ და ნინო ბურჯანაძესთან დაიწყოს პოლიტიკური კონსულტაციები იმ პროცესთან დაკავშირებით, რაც მათ დააანონსეს 21 მაისისთვის და შემდგომ პროცესებში.”
ეროსი კიწმარიშვილის ამ შეთავაზებას ნინო ბურჯანაძე დღეს გამოეხმაურა. მან თქვა, რომ ფუჭი ლაპარაკის დრო აღარ არის და ვისაც ქვეყნის რეალურად გადარჩენა სურს, 21 მაისს ხალხის გვერდით უნდა დადგეს:
”21 მაისამდე დარჩა სულ 4 დღე. „სახალხო კრებას“ აქვს ძალიან ნათლად გაწერილი სამოქმედო გეგმა, რა უნდა გაკეთდეს 2-მდე და 21-ის შემდეგ. დრო არის ძალიან ცოტა და საქმე და საკეთებელი - ძალიან ბევრი. ამიტომ ფუჭი ლაპარაკის დრო არ არის. ყველა იმ ადამიანს, ვისაც ამ ქვეყნის გადარჩენის რეალური სურვილი აქვს, შეუძლია და უნდა მოვიდეს კიდეც და დადგეს საკუთარი ხალხის გვერდით. ”
ექსპერტთა ერთი ნაწილის შეფასებით, ნინო ბურჯანაძემ ასეთი განცხადებით „ქართულ პარტიასთან“ პოლიტიკური კონსულტაციები გამორიცხა და ეროსი კიწმარიშვილს „სახალხო კრების“ გვერდით რიგითი პოლიტიკური სუბიექტის სახით დადგომა შესთავაზა. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ ეროსი კიწმარიშვილს ასეთი შეთავაზებისკენ თავისი პარტიის პოლიტიკური წონის რეალურმა შეფასებამ უბიძგა. რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ „ქართულმა პარტიამ“ ვერ მოახერხა დროის მცირე პერიოდში საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოპოვება და ახლა ისეთ პოლიტიკურ ძალას სთავაზობს თანამშრომლობას, რომელსაც მეტი პოლიტიკური წონა აქვს.
”‘ქართული პარტია’ ძალიან ჩქარი ტემპით შემოვიდა. საზოგადოება მასთან ურთიერთობისთვის არ არის მზად თუ იმ პერსონალიებშია პრობლემა, რომლებიც ფიგურირებენ, ეს ძნელი დასადგენია, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი ტემპებით ძალიან ძნელია ხოლმე უცებ დიდი პოლიტიკური წონის შეძენა და გაუჩნდათ შეგრძნება, რომ საკუთარი ძალით ისეთი პოლიტიკური წონის გადაფარვა, რაც „სახალხო კრებას“ აქვს, ნაკლებად შეუძლიათ”, აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.
ის კრიტიკა და დაუსაბუთებელი თუ დასაბუთებული ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც წინ უძღოდა ამ ორი პოლიტიკური ძალის ურთერთობას, სამომავლო პოლიტიკური თანამშრომლობის პერსპექტივებს ამცირებს, ფიქრობს გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის წარმომადგენელი, პოლიტოლოგი გია ვოლსკი:
”ის სტრატეგიული შეცდომები, ნებით თუ უნებლიეთ ჩადენილი, რაც „ქართულ პარტიას“ ჰქონდა, მგონი, არანაირ წინაპირობას არ ქმნის, რომ ამ ორ პოლიტიკურ ჯგუფს მოლაპარაკება ჰქონდეს ან, თუ მოლაპარაკება ექნება, რაიმე შედეგით დასრულდეს. ვფიქრობ, ასეთი მოლაპარაკებები, როცა ასეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეხება საუბარი, დიდ ხნის დასრულებული უნდა იყოს. თუ სადმე რამე მოსალაპარაკებელი იყო, ალბათ უკვე მოლაპარაკებულია.”
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, „ქართულმა პარტიამ“ პოლიტიკური მოღვაწეობის განმავლობაში ნებით თუ უნებლიეთ მრავალი შეცდომა დაუშვა. შეცდომად აფასებს ექსპერტი ოპოზიციური „რვიანის“ კრიტიკასთან ერთად შეერთებული შტატების მიმართ გამოთქმულ კრიტიკასაც და იმ აქციასაც, რომელიც „ქართულმაა პარტიამ“ 16 მაისს გამართა შეერთებული შტატების საელჩოს წინ. გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ახლა „ქართული პარტია“ იმ რუსული განწყობებით, რომელიც პარტიის შიგნით იგრძნობა, სხვა პოლიტიკურ ძალასთან კავშირის შეკვრას ცდილობს, რაც, მისი აზრით, უფრო პარტიის მიმართ ყურადღების მიპყრობით აიხსნება, ვიდრე რეალურად მოლაპარაკებების სურვილით.
მიუხედავად იმისა, რომ ორ პოლიტიკურ სუბიექტს შორის თანამშრომლობას ექსპერტებიც და თავად ნინო ბურჯანაძეც თითქმის განუხორციელებლად მიიჩნევს, მოძრაობა ”თავისუფალი საქართველო”, რომლის ლიდერიც კახა კუკავაა, მიესალმება „ქართული პარტიის“ ინიციატივას კონსულტაციები დაიწყოს საპროტესტო აქციებზე კოორდინირებული მოქმედების მიზნით და თავად მოძრაობაც მზად არის მონაწილეობა მიიღოს არაკოლაბორაციონისტული ოპოზიციის კოორდინაციაში. განცხადება ამის შესახებ ”თავისუფალი საქართველოს” პრესსამსახურმა დღეს გაავრცელა.