ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხზე მოსკოვისა და თბილისის მოლაპარაკების დაწყების წინ რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის დაბრუნების შესახებაც ალაპარაკდნენ. კერძოდ, რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშჩენკომ განაცხადა, რომ აკრძალვის მოსახსნელად საჭიროა ქართულმა ღვინომ ”საკონტროლო ღონისძიებები” გაიაროს. ამ განცხადებას საქართველოს ხელისუფლებიდან არავინ გამოხმაურებია, ღვინის მწარმოებელი კომპანიები კი ჯერ არ ჩქარობენ.
რუსეთის ფედერაციის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა, ”როსპოტრებნადზორის” ხელმძღვანელმა გენადი ონიშჩენკომ რუსეთის მედიას განუცხადა, რომ თანახმაა ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე დაბრუნდეს, ოღონდ სათანადო კონტროლის გავლის საფუძველზე. მან საქართველოს ნაციონალურ-ტერიტორიული წარმონაქმნი უწოდა და თბილისის წარმომადგენლებს, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე დაწყებული მოლაპარაკებების პოლიტიზების გამო, უსაყვედურა. გენადი ონიშჩენკოს რუსმა ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რა პოზიცია ექნება მას, თუ მოლაპარაკებებზე რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის დაბრუნების საკითხი დადგება. პასუხი იყო:
”მე არ ვარ მომლაპარაკებელი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში, ასე რომ, ეს იქნება თუ არა მოლაპარაკებათა საგანი, მე არ ვიცი, მაგრამ თუ იქნება, ჩვენ გვაქვს კონკრეტული პრეტენზიების ბლოკი, საკითხების ბლოკი, რომელთა გადაწყვეტის შემდეგ ჩვენ შევძლებთ მივიღოთ გადაწყვეტილება დაბრუნების შესახებ.”
ონიშჩენკომ დასძინა, სახელგატეხილ ქართულ ღვინოს გულდასმით შევამოწმებთ და ნებართვას შემდეგ გავცემთო. მან იქვე აღნიშნა, რომ საქართველოს 2006 წლის შემდეგ ერთხელაც არ მიუმართავს ბაზარზე პროდუქციის დაშვების თხოვნით.
5 წლის წინ რუსეთის მიერ საქართველოში წარმოებული ღვინის აკრძალვა სანიტარული ნორმების დარღვევის მომიზეზებით განხორციელდა. მას წინ უძღოდა საქართველოში რუსეთის ჯაშუშების დაკავების სკანდალი. მალე, ქართული ღვინის მსგავსად, რუსეთმა „ბორჯომისა“ და სხვა ქართული პროდუქციის იმპორტირება შეაჩერა. ოფიციალური თბილისი მაშინაც და ახლაც მიიჩნევს, რომ რუსეთის ბაზარზე დაბრუნება კონკრეტული კომპანიის საქმეს წამოადგენს. კომპანიებს კი ესმით, რომ ბაზრის ჩაკეტვა პოლიტიკური პრობლემაა და არა სანიტარული, ამიტომაც არ მიმართავენ ონიშჩენკოს უწყებას. ქართული ღვინის ერთ-ერთი მწარმოებელი ფირმის, ”თელიანი ველის”, ხელმძღვანელი შოთა ხობელია სიფრთხილით უყურებს რუსეთიდან წამოსულ წინადადებებს:
”კომპანიამ რომ გასწიოს ხარჯები როგორც მარკეტინგული, ასევე შეავსოს ქსელი და რამდენიმე ხნის მერე გვითხრან, რომ თქვენი ღვინო მაინც არ არის კარგი და უნდა წახვიდეთ ბაზრიდან, ეს საკმაოდ სარისკოა.”
ანალოგიურ მოსაზრებას გამოთქვამს ღვინის კიდევ ერთი მწარმოებელი კომპანიის, ”შატო მუხრანის”, ხელმძღვანელიც. კომპანიების ასეთი სიფრთხილე იმითაცაა გამოწვეული, რომ მათმა უმრავლესობამ რუსეთის ბაზრის სრულფასოვნად ჩანაცვლება ჯერ კიდევ 2008 წელს მოახერხეს.
ონიშჩენკოს უწყების მიერ ქართული ღვინის აკრძალვის მომენტისთვის, 2006 წელს, რუსეთში ღვინის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი წელიწადში 110 მილიონ დოლარს არ აღემატებოდა. ეს საკმაოდ მცირე რიცხვია საქართველოს ეკონომიკისთვის, აღნიშნავენ ეკონომიკის ექსპერტები. მით უმეტეს, რომ რუსეთის ბაზრის გახსნის შემთხვევაში იქ ძველ მასშტაბზე გასვლისთვის ქართულ კომპანიებს დამატებითი ინვესტიციები დასჭირდებათ. რადიო ”ეხო კავკაზას” კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს პროდუქციისთვის რუსეთის ბაზარი, ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტმა, გია ჯანდიერმა განაცხადა:
”მე სხვა შეკითხვა მაქვს: რეალურად რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის რუსეთის ბაზრების გახსნა? იმიტომ რომ, როდესაც საქართველოსთვის ღვინის ბაზარი დაიხურა, საქართველოს ღვინის წარმოება გაიზარდა და ხარისხი გაუმჯობესდა. თუ რუსეთი ისევ დაუშვებს უხარისხო ღვინოს საქართველოდან, არა მგონია, ეს კარგი იყოს ჩვენთვის.”
გია ჯანდიერი ეჭვის თვალით უყურებს რუსეთის ბაზარზე ”ბორჯომის” დაბრუნების მიზანშეწონილობასაც, რადგან ბაზარი გაჯერებულია სხვადასხვა პროდუქციით და მასში ადგილის მოსაპოვებლად დიდი ძალისხმევაა საჭირო, მით უმეტეს, რომ ამ ძალისხმევის შედეგი ნაკლებად აისახება ქართულ ეკონომიკაზე. სხვაგვარად ფიქრობს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ისაკაძე:
”თუ წლების განმავლობაში რუსეთის ბაზართან მიმართებაში ქართული ბიზნესისთვის მუშაობდა გაზარმაცების პრინციპი, დღეს ეს უკვე იქნება დამატებითი პლუსი ეროვნულ პროდუქტზე. ამიტომ რაიმე ღია კარის მტვრევას და უარყოფითი მომენტების ძებნას მე არ ვაპირებ, გარდა ერთისა, რომ მე ამას ამ ეტაპზე არარეალურად ვუყურებ.”
გიორგი ისაკაძე რუსეთის ბაზრის გახსნას ამ ეტაპზე არარეალურად მიიჩნევს, შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე.
შეგახსენებთ, რომ 2006 წელს ქართული ღვინის და სხვა პროდუქციის აკრძალვასთან ერთად რუსეთმა მოლდავეთის ღვინის პროდუქციაც აკრძალა. მოგვიანებით მოლდავეთს კვლავ მისცეს ბაზარზე დაბრუნების უფლება, თუმცა ახლა რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი გენადი ონიშჩნეკო აცხადებს, რომ შეიძლება მოლდავეთის ღვინო კვლავ აიკრძალოს. ახლახან ონიშჩენკოს უწყებამ 40 ათასი ლიტრი ღვინო უკან, მოლდავეთში, გააბრუნა. ასევე არ გაუმართლა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკიდან ექსპორტირებულ ღვინოს, რომელიც რუსეთის ბაზარზე საქართველოს ღვინის აკრძალვის შემდეგ გამოჩნდა. თებერვლის თვეში ”როსპოტრებნადზორმა” დაახლოებით 800 ათასი ლიტრი აფხაზური ღვინო უვარგისად გამოაცხადა.
რუსეთის ფედერაციის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა, ”როსპოტრებნადზორის” ხელმძღვანელმა გენადი ონიშჩენკომ რუსეთის მედიას განუცხადა, რომ თანახმაა ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე დაბრუნდეს, ოღონდ სათანადო კონტროლის გავლის საფუძველზე. მან საქართველოს ნაციონალურ-ტერიტორიული წარმონაქმნი უწოდა და თბილისის წარმომადგენლებს, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე დაწყებული მოლაპარაკებების პოლიტიზების გამო, უსაყვედურა. გენადი ონიშჩენკოს რუსმა ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რა პოზიცია ექნება მას, თუ მოლაპარაკებებზე რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის დაბრუნების საკითხი დადგება. პასუხი იყო:
”მე არ ვარ მომლაპარაკებელი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში, ასე რომ, ეს იქნება თუ არა მოლაპარაკებათა საგანი, მე არ ვიცი, მაგრამ თუ იქნება, ჩვენ გვაქვს კონკრეტული პრეტენზიების ბლოკი, საკითხების ბლოკი, რომელთა გადაწყვეტის შემდეგ ჩვენ შევძლებთ მივიღოთ გადაწყვეტილება დაბრუნების შესახებ.”
ონიშჩენკომ დასძინა, სახელგატეხილ ქართულ ღვინოს გულდასმით შევამოწმებთ და ნებართვას შემდეგ გავცემთო. მან იქვე აღნიშნა, რომ საქართველოს 2006 წლის შემდეგ ერთხელაც არ მიუმართავს ბაზარზე პროდუქციის დაშვების თხოვნით.
5 წლის წინ რუსეთის მიერ საქართველოში წარმოებული ღვინის აკრძალვა სანიტარული ნორმების დარღვევის მომიზეზებით განხორციელდა. მას წინ უძღოდა საქართველოში რუსეთის ჯაშუშების დაკავების სკანდალი. მალე, ქართული ღვინის მსგავსად, რუსეთმა „ბორჯომისა“ და სხვა ქართული პროდუქციის იმპორტირება შეაჩერა. ოფიციალური თბილისი მაშინაც და ახლაც მიიჩნევს, რომ რუსეთის ბაზარზე დაბრუნება კონკრეტული კომპანიის საქმეს წამოადგენს. კომპანიებს კი ესმით, რომ ბაზრის ჩაკეტვა პოლიტიკური პრობლემაა და არა სანიტარული, ამიტომაც არ მიმართავენ ონიშჩენკოს უწყებას. ქართული ღვინის ერთ-ერთი მწარმოებელი ფირმის, ”თელიანი ველის”, ხელმძღვანელი შოთა ხობელია სიფრთხილით უყურებს რუსეთიდან წამოსულ წინადადებებს:
”კომპანიამ რომ გასწიოს ხარჯები როგორც მარკეტინგული, ასევე შეავსოს ქსელი და რამდენიმე ხნის მერე გვითხრან, რომ თქვენი ღვინო მაინც არ არის კარგი და უნდა წახვიდეთ ბაზრიდან, ეს საკმაოდ სარისკოა.”
რეალურად რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის რუსეთის ბაზრების გახსნა? იმიტომ რომ, როდესაც საქართველოსთვის ღვინის ბაზარი დაიხურა ...
ონიშჩენკოს უწყების მიერ ქართული ღვინის აკრძალვის მომენტისთვის, 2006 წელს, რუსეთში ღვინის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი წელიწადში 110 მილიონ დოლარს არ აღემატებოდა. ეს საკმაოდ მცირე რიცხვია საქართველოს ეკონომიკისთვის, აღნიშნავენ ეკონომიკის ექსპერტები. მით უმეტეს, რომ რუსეთის ბაზრის გახსნის შემთხვევაში იქ ძველ მასშტაბზე გასვლისთვის ქართულ კომპანიებს დამატებითი ინვესტიციები დასჭირდებათ. რადიო ”ეხო კავკაზას” კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს პროდუქციისთვის რუსეთის ბაზარი, ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტმა, გია ჯანდიერმა განაცხადა:
თუ წლების განმავლობაში რუსეთის ბაზართან მიმართებაში ქართული ბიზნესისთვის მუშაობდა გაზარმაცების პრინციპი, დღეს ეს უკვე იქნება დამატებითი პლუსი ეროვნულ პროდუქტზე...