ერთიანი ნაციონალური მოძრაობა წინადადებების საკუთარი პაკეტით წარდგა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფის წინაშე. ამ პაკეტში ”ოპოზიციური რვიანისთვის” განსაკუთრებით საინტერესო საარჩევნო პროცესში ბიომეტრიული პირადობის მოწმობების გამოყენების საკითხი აღმოჩნდა. მმართველი ნაციონალური მოძრაობა ბიომეტრიული პირადობის მოწმობების საფუძველზე საარჩევნო სიის შედგენაზე მხოლოდ თბილისში თანხმდება იმ პირობით, თუ ამას დონორი ორგანიზაციები დააფინანსებენ.
ნაციონალურ მოძრაობაში არ ასახელებენ, კერძოდ რა მოცულობის თანხის მობილიზება დასჭირდებათ დონორებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი პროექტის განხორციელებაში ჩაერთვებიან. საუბარი შეიძლება იყოს რამდენიმე ათეულ მილიონ ლარზე, გვითხრა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა. მისი განმარტებით, საარჩევნო სიის ბიომეტრიული მონაცემებით შედგენა შეიძლება განვიხილოთ როგორც საპილოტე პროექტი:
”თუ დონორების მიერ შესაბამისი დაფინანსება იქნება ამ მიზნით გამოყოფილი, შესაძლებელია საცდელი, საპილოტე პროგრამის სახით ამომრჩეველთა ბიომეტრიული სიები შედგეს თბილისის მასშტაბით.”
რატომ მხოლოდ თბილისში? ამ შეკითხვაზე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, აკაკი მინაშვილს, შემდეგი პასუხი აქვს:
”ყველა ექსპერტმა, ვინც ისაუბრა ამ თემაზე, განაცხადა, რომ ეს თავისთავად არის ძალიან სარისკო რაღაცა, არ არის არსად მსოფლიოში და, ბუნებრივია, სჭირდება პილოტირება. ჩვენ გავიარეთ ყველა ეს საკითხი დეტალებში და ჩავთვალეთ, რომ პილოტირების მიზნით გავტესტოთ ეს სისტემა, რომ თბილისში ჩატარდეს. სხვა შემთხვევაში, თუ არჩევნების დღეს რაიმე პრობლემები წარმოიშვა, შემოწმების გარეშე, ეს ძალიან სერიოზული ხარვეზი იქნება და შეიძლება არჩევნებს ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენოს.”
ამომრჩეველთა სიების ფორმირება ბიომეტრიული პარამეტრების შემცველი პირადობის მოწმობების საფუძველზე იმ ერთიანი ხედვის ნაწილია, რომელიც საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების ფარგლებში რვა ოპოზიციურმა პარტიამ შეიმუშავა. ამ წინადადებას თავიდანვე სკეპტიკურად შეხვდა ნაციონალური მოძრაობა. ამ სკეპსისის ერთ მიზეზად პროექტის სიძვირე დასახელდა, მეორე მიზეზად კი არჩევნებამდე დარჩენილი არასაკმარისი დრო, რომელშიც ბიომეტრიული პასპორტების ყველა ამომრჩევლისთვის დამზადება ვერ მოესწრება. სოლიდური გამოდგა ამ პროექტის განხორციელებისთვის დაჯამებული ხარჯთაღრიცხვაც: ნაციონალური მოძრაობის გათვლებით, ბიომეტრიული მოწმობების ბიუჯეტი თითქმის 190 მილიონი ლარია, მაშინ როდესაც „ოპოზიციური რვიანის“ შეფასებით, პროექტის ღირებულება 103 მილიონიც კი არ იქნება. აქვე შევნიშნავთ, რომ ხელისუფლებამ ხარჯები 7 წელზე გაწერა, ოპოზიცია კი პროექტის დასრულებას ერთ წელიწადში ვარაუდობს.
”ხელისუფლებამ წარმოგვიდგინა კალკულაცია, რომლის მიხედვითაც, ბარათების თვითღირებულებაში შეიტანა შვიდი წლის ხელფასები, 7 წლის ოფისების ხარჯები, სამეურნეო ხარჯები, საკომუნიკაციო ხარჯები. შემდეგ არასწორადაა დათვლილი ის რაოდენობა ადამიანების, რაც ამ პროექტის განხორციელებას სჭირდება”, აღნიშნა ”ოპოზიციური რვიანის” ექსპერტმა ირაკლი მელაშვილმა 7 მარტს საგანგებო შეკრებაზე, რომელიც სწორედ საარჩევნო პროცესში ბიომეტრიული მეთოდის გამოყენების - ძირითადად კი ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული ხარჯთაღრიცხვის - საკითხს შეეხებოდა.
ამ შეკრებიდან გასულ ერთ დღეში მმართველმა პარტიამ ალტერნატიული პროექტი წარადგინა და ვითარებაც შეიცვალა, თუმცა, როგორც ოპოზიციის რიგებში ფიქრობენ, არცთუ რადიკალურად - ხელისუფლება ბიომეტრიული არჩევნების პროექტის ჩაგდებას სხვადასხვა ხერხებით ცდილობს. ირაკლი მელაშვილი, მაგალითად, ფიქრობს, რომ ბიომეტრიული მოწმობების არჩევნებში გამოყენების ტესტირება შეიძლება საპარლამენტო არჩევნებამდეც -კერძოდ, პარლამენტის გამოტოვებული მანდატის ხელახალ არჩევნებში ერთ ოლქში შემოდგომაზე. რაც შეეხება ბიომეტრიული პასპორტების საპარლამენტო არჩევნებზე და თანაც მხოლოდ თბილისის ფარგლებში ტესტირების ინიციატივას, „ოპოზიციური რვიანის“ წევრი „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა კაციტაძე, ამბობს, რომ არჩევნებში საქართველოს ორ ნაწილად გაყოფა დაუშვებელია:
”პილოტი თბილისში მე ვერ გავიგე რას ნიშნავს. დანარჩენი საქართველო საქართველო არ არის? თუ ეს იმის მაჩვენებელია, რომ სიები განსაკუთრებით გაფუჭებულია დანარჩენ საქართველოში და თბილისში მეტ-ნაკლებად რაღაცას ჰგავს? მე ვერ გავიგე, თბილისი ცალკე და დანარჩენი საქართველო ცალკე? ეს კიდევ ერთხელ იმის დემონსტრირებაა, რომ ხმების ძირითადი ბეღელი ხელისუფლებისთვის არის რეგიონები, იქ არის სწორედ გაყალბების ბუდე, თუ შეიძლება ასე ითქვას, რაც არ ეთმობა ამ ხელისუფლებას.”
ხელისუფლებაში კი, თავის მხრივ, განმარტავენ, რომ საარჩევნო სიები ისედაც დახვეწილია, მასში ხარვეზები პრაქტიკულად აღმოფხვრილია და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნვის საქმეში იგი ყველაზე მნიშვნელოვან საკითხთა შორის აღარც კი უნდა იდგეს. ნოვაციათა იმ პაკეტში კი, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ ინტერპარტიული ჯგუფის სხდომაზე წარადგინა, ბიომეტრიული მოწმობების საკითხის გარდა, კიდევ რამდენიმე საკითხი მოხვდა. კერძოდ, მმართველი პარტია, ეუთოს რეკომენდაციების შესაბამისად, თანახმაა მაჟორიტარულ არჩევნებში კენჭისყრის უფლება დამოუკიდებელ, არაპარტიულ კანდიდატებსაც მიეცეთ. მმართველი პარტიის კიდევ ერთი წინადადებაა, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ იმ მსჯავრდებულებმაც, რომლებიც არაგანზრახ დანაშაულისთვის არაუმეტეს სამწლიან სასჯელს იხდიან.