2011 წლის დადგომისთანავე საქართველოში ახალი საგადასახადო კოდექსი ამოქმედდა. შესაბამისად, მეწარმესა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ფორმების შეცვლასთან ერთად, ადგილს იმკვიდრებს მიკრობიზნესის ცნება. მეწარმეობის ამ ფორმის დაბეგვრის პრინციპი საგადასახადო კოდექსის განხილვისას აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი იყო და მთავრობა კოდექსის ამოქმედების შემდეგ ცდილობს მასში მეტი სიცხადის შეტანას. მინისტრთა კაბინეტმა იმ საქმიანობების ნუსხა განსაზღვრა, რომლებსაც მიკრობიზნესის სტატუსი არ მიენიჭება და ჩვეულ რეჟიმში დაიბეგრება.
საქართველოს მთავრობა ახალი საგადასახადო კოდექსის ამოქმედებას ახალ ეკონომიკურ კურსს უწოდებს და მასზე დიდ იმედებს ამყარებს. ხელისუფლების წარმომადგენლების საჯარო გამოსვლებში აქცენტი კეთდება გადასახადის გადამხდელთა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის ახლებური ურთიერთობის პრინციპებზე. მთავრობის წევრების განცხადებით, იცვლება ძველი მიდგომა გადასახადის გადამხდელების მიმართ, როდესაც საგადასახადო სტურუქტურები დაინტერესებულნი იყვნენ უფრო მეტი თანხის ამოღების მიზნით მეწარმისთვის სხვადასხვა ჯარიმა დაეწესებინათ. ამის შესახებ არაერთხელ ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა:
”ჯერაც ბევრი ხარვეზია დარჩენილი. თქვენ ყოველდღიურად გაქვთ შეხება მათთან და ჩემზე უკეთ იცით, რომ ჯერაც ძალიან ბევრ მეწარმეს აქვს განცდა, რომ სახელმწიფო მას სათანადოდ არ უსმენს და უსამართლოდ ექცევა; ჯერაც ხშირია შემთხვევა, როდესაც სასჯელი უფრო დიდია, ვიდრე ამას არსებული დარღვევა იმსახურებს. მეწარმეებს ხშირად სამართლიანად უჩნდებათ განცდა, რომ სახელმწიფო არ აკეთებს საკმარისს იმისათვის, რომ ბიზნესგარემო კიდევ უფრო უკეთესი იყოს”.
ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა 2010 წლის მიწურულს გააკეთა. მთავრობა ირწმუნება, რომ პრეზიდენტის მიერ ნახსენები პრობლემების მოგვარებას ახალი საგადასახადო კოდექსი შეეცდება. ჩამოყალიბდა ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც მეწარმეებს საგადასახადო ადმინისტრაციასთან ურთიერთობის მოგვარებაში დაეხმარება. ამ და სხვა სიახლეებზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა 5 დეკემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე:
”მინდა ყველას ვთხოვო, თუ ახალ საგადასახადო კოდექსს რაიმე ხარვეზი ან პრობლემა ექნება, დაუკავშირდით ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურს, პრემიერ-მინისტრის აპარატს, სადაც არის ბიზნესობბუდსმენი და შევეცდებით, უახლოეს პერიოდში გამოვასწოროთ. ეს არის ჩვენი ახალი მიმართულება, ახალი კურსი, სადაც მინდა კერძო სექტორმა და შემოსავლების სამსახურმა, კერძო სექტორმა და ფინანსთა სამინისტრომ ძალიან ახლოს ითანამშრომლოს. იმედი გვაქვს, რომ ახალი კურსი შედეგს გამოიღებს და ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მაღალი იქნება 2011 წელს, ვიდრე ეს პროგნოზირებული გვაქვს”.
ეკონომიკის ექსპერტები დადებითად აფასებენ ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღებას, მაგრამ ეჭვობენ, რომ ომბუდსმენს გაუჭირდება იმ მოზღვავებული პრობლემების გამკლავება, რომლებსაც ახალი საგადასახადო კოდექსი წარმოშობს. ერთ-ერთი ასეთი პრობლემის გადაწყვეტას საქართველოს მთავრობა 2011 წლის პირველ სხდომაზე შეეცადა. ეს არის მიკრობიზნესის დაბეგვრასთან დაკავშირებული უსამართლობა.
საქმე ისაა რომ მიკრობიზნესად დარეგისტრირებული პიროვნება გადასახადებისგან თავისუფლდება, ხოლო მასზე ნაკლების შემოსავლის მქონე მოქალაქე, რომელიც წვრილ ან მსხვილ კომპანიაში მუშაობს 20-პროცენტიან საშემოსავლო გადასახადს იხდის. ამ შეუსაბამობის შესახებ საგადასახადო კანონმდებლობის ექსპერტი ირაკლი შავიშვილი საუბრობს:
”თავისთავად ასეთი დიფერენციაცია არასწორია. ერთი და იმავე შემოსავლის ოდენობა ერთნაირად უნდა იბეგრებოდეს, ეს სრულიად აშკარაა თუ სამართლიანობაზეა საუბარი. ვთქვათ მეწაღეს არა აქვს საქართველოს წინაშე ნაკლები ვალდებულებები ვიდრე ადვოკატს. ის, რომ ადვოკატმა უკეთ იცის კანონი და მას უკეთ შეუძლია რაღაცების კეთება ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მისი შემოსავალი უფრო მეტად უნდა იბეგრებოდეს”.
არადა, მთავრობამ მიმდინარე წლის პირველ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც არათანაბარ პირობებში აყენებს ერთნაირი შემოსავლის მქონე, მაგალითად, იურისტს, რომელიც მიკრობიზნესად ვერ დარეგისტრირდება და ფეხსაცმლისა და ტყავის ნაწარმის შემკეთებელს, რომელიც გადასახადებისგან გათავისუფლებულია.
მთავრობის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტის მიხედვით საშემოსავლო გადასახადის გადახდა, არ მოუწევთ საცვლების, ხალიჩებისა და ორხოვისებრი ნაწარმის მწარმოებლებს; ტრაქტორებით ან კომბაინებით სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მომყვანებს, პულოვერების, ზედა ტანსაცმლის მწარმოებლებს და ასე შემდეგ...
დადგენილების პროექტის მიხედვით, მიუხედავად შემოსავლების მოცულობისა, მიკრობიზნესად არ ჩაითვლება სავალუტო ოპერაციების განხოციელება, სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო საქმიანობა და სათამაშო ბიზნესი.
ახალი საგადასახადო კოდექსი მთავრობას და მის წევრებს სხვა მრავალი განმარტებისა, თუ კანონქვემდებარე აქტის მიღების საშუალებას აძლევს. ექსპერტი ირაკლი შავიშვილი ახალი საგადასახადო კოდექსით შემოღებულ ამ პრაქტიკას აკრიტიკებს:
”რაზე უნდა ვილაპარაკოთ, როდესაც ქონების გადასახადის განაკვეთებს ადგენს მთავრობა; ამაზე მეტი კატასტროფა რაღა უნდა იყოს?.. საგადასახადო კოდექსით ჩემთვის არ არის ცნობილი, რა ოდენობის გადასახადი უნდა გადავიხადო”.
ირაკლი შავიშვილი მიიჩნევს, რომ ამგვარად შედგენილი საგადასახადო კოდექსი კიდევ უფრო გაართულებს მეწარმეებისა და საგადასახდო სამსახურის ურთიერთობას და ნაკლებად მოიტანს იმ ეფექტს, რასაც მთავრობა მოელის. როგორც პრეზიდენტი ასევე პრემიერ-მინისტრი ვარაუდობენ, რომ ახალმა საგადასახადო კოდექსმა მაღალი ეკონომიკური ზრდა უნდა უზრუნველყოს.
ჯერაც ხშირია შემთხვევა, როდესაც სასჯელი უფრო დიდია, ვიდრე ამას არსებული დარღვევა იმსახურებს...

ქონების გადასახადის განაკვეთებს ადგენს მთავრობა - ამაზე მეტი კატასტროფა რაღა უნდა იყოს?.. საგადასახადო კოდექსით ჩემთვის არ არის ცნობილი, რა ოდენობის გადასახადი უნდა გადავიხადო...