თბილისი უკომენტაროდ დატოვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიკ მარტიმ, რომელიც საქართველოში 20 დეკემბერს, რუსეთში სტუმრობის შემდეგ ჩამოვიდა. ამ ვიზიტების მთავარ მიზნად სახელდება მზადება ”რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებთან” დაკავშირებული გაფართოებული მოსმენისთვის, რომელიც 17 იანვარს პარიზში გაიმართება. რატომ გადაწყდა ამ საკითხის განხილვა საგანგებო ფორმატში და რას მოელიან მონაწილეები?
წინადადება იმის შესახებ, რომ რუსეთ-საქართველოს ომის შედეგები მაღალი დონის, გაფართოებულ შეხვედრაზე განხილულიყო, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიკ მარტიმ, ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისში წამოაყენა. იქვე ითქვა, რომ ასეთი საგანგებო შეხვედრის გამართვა აუცილებელია იმისთვის, რომ რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებთან გამკლავების პროცესი ”მკვდარი წერტილიდან” დაიძრას.
დიკ მარტი გამოსავალს ეძებს. ფაქტია, რომ სიტუაცია ჩიხში შევიდა: ერთი მხრივ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 5 მეტად მწვავე რეზოლუცია მიიღო, ხოლო, მეორე მხრივ, რუსეთი სრულ იგნორირებას უკეთებს ამ რეზოლუციებში ჩადებულ მოთხოვნებს. მაგალითად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ არაერთხელ მოუწოდა რუსეთს, რომ შეასრულოს აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი შეთანხმება, გააუქმოს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილება და ხელი არ შეუშალოს დევნილების დაბრუნების პროცესს.
”კონფრონტაციამ გზა უნდა დაუთმოს დიალოგს ”, - წერს დიკ მარტი საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე 7 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ხედვაში და აქვე ნათქვამია, რომ აუცილებელია შესაბამისი მექანიზმების გამოყენება ევროსაბჭოს ორ წევრ სახელმწიფოს, რუსეთსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული დიალოგის მისაღწევად.
ხსენებული მექანიზმების შესახებ ჯერჯერობით არაფერი კონკრეტდება, თუმცა, თუკი გარკვეული სახის დიალოგი შედგება, ამ პროცესში ერთ-ერთი მთავარი ადგილი ”ეთნიკური წმენდის” შედეგების აღმოფხვრის თემამ უნდა დაიკავოს, - მიაჩნია ვიცე-პრემიერს და სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში ეკატერინე ტყეშელაშვილს და ამის შესახებ მან 21 დეკემბერს დიკ მარტისთან შეხვედრაზეც ილაპარაკა:
”ნებისმიერი მექანიზმი, რომელიც ამ ნაწილში შეიძლება იყოს მოქმედი მექანიზმი ევროსაბჭოდან, აუცილებლად უნდა მოიცავდეს იმ შესაძლებლობას, რომ მან იმუშაოს ძალიან სერიოზულად ეთნიკური წმენდის საკითხთან დაკავშირებულ ელემენტებზე, რათა იმ ადამიანებს, ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც გამოდევნილი არიან ეთნიკური წმენდის შედეგად საკუთარი სახლ-კარიდან, მიეცეთ უსაფრთხო დაბრუნების შესაძლებლობა...”
ეკატერინე ტყეშელაშვილის გარდა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარემ სამშაბათს შეხვედრები ასევე გამართა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიასთან და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრებთან.
თავად სტუმარს კომენტარი არც ერთი ამ შეხვედრის შემდეგ არ გაუკეთებია. თუმცა თბილისში იმედოვნებენ, რომ საგანგებო, გაფართოებული მოსმენის დანიშვნით მონიტორინგის კომიტეტი კვლავაც ინარჩუნებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან აგვისტოს ომის შემდეგ დაკისრებულ მაღალ პასუხისმგებლობას რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების აღმოფხვრასთან მიმართებით. ეს კი, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია სასურველ შედეგს. სწორედ ამაზე აკეთებს აქცენტს თავის კომენტარში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში პეტრე ცისკარიშვილი:
”რუსებს ჰქონდათ მცდელობა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, რომ საერთოდ ჩაეფარცხათ ეს საკითხი და დღის წესრიგში საერთოდ აღარ დამდგარიყო რუსეთ-საქართველოს ომის თემა. მაგრამ ეს არ გამოუვიდათ, რადგანაც ჩვენ პრაქტიკულად გავაცოცხლეთ ეს თემა მონიტორინგის კომიტეტში და კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი მარტი ახლა უკვე პირადად კურირებს ამ საკითხს. ამ საკითხის თაობაზე საშუამავლო საქმიანობაში ის თვითონ არის ჩართული”.
საშუამავლო საქმიანობის ფარგლებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარე 20 დეკემბერს მოსკოვს სტუმრობდა, სადაც ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს და რუსეთის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. ირკვევა, რომ მოსკოვი მზად არის მონაწილეობა მიიღოს 17 იანვარს პარიზში დაგეგმილ საგანგებო მოსმენაში, თუმცა გულდაწყვეტილია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიების ლიდერებს ამ შეხვედრაზე არავინ ეპატიჟება. მართალია, რუსეთი ყოველმხრივ ცდილობს, რომ აგვისტოს ომში მხარედ არ წარმოჩნდეს, მაგრამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის სამუშაო დოკუმენტებში უკვე კარგა ხნის დამკვიდრებულია ”რუსეთ-საქართველოს ომის” ცნება.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ლიდერები მართლაც არ შედიან 17 იანვრის შეხვედრის მონაწილეთა იმ ჩამონათვალში, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე ვხვდებით. რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, ამ შეხვედრაზე მიწვეულია ყველა ის ორგანიზაცია თუ ელჩი, რომლებიც ამჟამად მუშაობენ ან ერთ დროს მუშაობდნენ რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებულ თემებზე. მათ შორის არიან, მაგალითად, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები, საქართველოში ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელი თუ ომთან დაკავშირებული საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი, ელჩი - ჰაიდი ტალიავინი.
წინასწარი ინფორმაციით, 17 იანვრის შეხვედრა დახურული იქნება და რაიმე სახის კონკრეტული რეზოლუციის ან დეკლარაციის მიღება არ იგეგმება. ეს შეხვედრა მიზნად ისახავს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის ინფორმირების ამაღლებას, რაც შეხვედრის მონაწილეთა პოზიციების საფუძვლიანმა მოსმენამ უნდა უზრუნველყოს. ამის შემდეგ კი კომიტეტის თავმჯდომარემ, დიკ მარტიმ, შექმნილი ჩიხურიდან გამოსვლის გზები უნდა დასახოს.