ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის საკითხის საგანგებო განხილვისთვის ემზადება. 5 ოქტომბერს, საშემოდგომო სესიის ფარგლებში გამართულ სხდომაზე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა ერთდღიანი საგანგებო მოსმენა დანიშნა. მრავალმხრივ საგანგებო მოსმენაზე, რომელიც ზამთრის სესიამდე უნდა გაიმართოს, კიდევ ერთხელ შეფასდება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციების შესრულება. რუსეთი ამაოდ ცდილობს ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის პროცესი შეაჩეროს.
ევროპელი კოლეგები არ იზიარებენ რუსი დეპუტატების მცდელობას, რომ საერთოდ დაიხუროს რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებული თემა და ევროსაბჭომ შეწყვიტოს მხარეებისთვის რეზოლუციებით განსაზღვრული მოთხოვნების კონტროლი. როგორც საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელმა გოკა გაბაშვილმა სტრასბურგიდან აცნობა რადიო თავისუფლებას, ამ საკითხის სათავისოდ გადაწყვეტის მცდელობებს - მათ შორის, კულუარულსაც - რუსეთმა ხელი არც მიმდინრე საშემოდგომო სესიაზე დააკლო, თუმცა ამჯერადაც უშედეგოდ. მონიტორინგის კომიტეტზე კენჭისყრის გზით გადაწყდა, რომ რუსეთ-საქართველოს ომის საკითხს ევროსაჭოს საპარლამენტო ასამბლეა სულ მალე საფუძვლიანად დაუბრუნდება. იგეგმება საგანგებო მოსმენა:
”მონიტორინგის კომიტეტმა დაადგინა, რომ გაიმართება იანვრის სესიამდე მთელდღიანი სპეციალური მოსმენა იმ საკითხზე, თუ როგორ ასრულებენ მხარეები ევროსაბჭოს მიერ დაკისრებულ ვალდებულებს, ასახულს ომთან დაკავშირებულ რეზოლუციებში. ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური მოსმენა იქნება, რომელზეც მოიწვევენ საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს, მოიწვევენ ევროკავშირს... მოსმენას დაესწრება ევროსაბჭოს გენერალური მდივანი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი... აი, ასეთი ფორმატი იქნება - ძალიან მაღალი რანგის შეხვედრა... ჩვენი ინიციატივა იყო, რომ, ვინც ადგილზე მდგომარეობას საუკეთესოდ იცნობს, ანუ ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია, რომელიც ადგილზე მუშაობს, ისიც იქნეს მოწვეული და ეს ინიციატივა გაზიარებულ იქნა...”
მონიტორინგის კომიტეტის ამგვარი მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია რუსეთისთვის, იმიტომ რომ, საქართველოსგან განსხვავებით, ის პრინციპულად არ ასრულებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ აგვისტოს ომის შემდეგ მიღებული 3 რეზოლუციით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ არაერთხელ მოუწოდა რუსეთს, გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და ნება დართოს ევროკავშირისა და ეუთოს მეთვალყურეებს, შევიდნენ საქართველოს ამ ტერიტორიებზე. აქვე ნათქვამია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების შესრულება წარმოადგენს ”მინიმალურ წინაპირობას” შედეგიანი დიალოგისთვის. დოკუმენტებში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ სამხრეთ ოსეთის ქართულ სოფლებში აღრიცხულია ეთნიკური ნიშნით ქართველების დევნის დადასტურებული ფაქტები, რომელთა აღკვეთაც არ მოხდა რუსი სამხედროების მიერ. თანაც, ქართველების დევნა და შევიწროება მეტწილად ხორციელდებოდა მას შემდეგ, რაც 12 აგვისტოს ხელი მოეწერა შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
აქვეა სხვა მოთხოვნებიც, რომლებსაც ხაზი გაუსვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მევლუდ ჩაუშოღლუმ 16 ივნისს თბილისში ვიზიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი სიტყვები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული:
”ეს მოთხოვნები შეეხება: ადმინისტრაციულ საზღვრებზე მშვიდობიანი მოქალაქეების გადაადგილების თავისუფლებას; საერთაშორისო მეთვალყურეების, საერთაშორისო და ჰუმანიტარული ორგანიზაციების დაშვებას და, რაც მთავარია, მათ ყოფნას რეგიონებში; დევნილებისთვის სახლებში დაბრუნების უფლების მინიჭებას, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული სამართლის შეზღუდვის სავარაუდო ფაქტებს, ჩადენილს ნებისმიერი მხარის მიერ, საქართველოს ჩათვლით, ომთან კავშირში... ”
გარდა ამისა, მევლუდ ჩაუშოღლუმ თბილისში ყოფნისას - კერძოდ, 14 ივნისს - თქვა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და ამ მიმართულებით ევროსაბჭოს რეზოლუციების მყისიერად შესრულება ვერ მოხერხდება, თუმცა დროულად უნდა ამუშავდეს რეზოლუციების ის ნაწილი, რომელიც ჰუმანიტარულ ასპექტებს და კონფლიქტის ზონაში საერთაშორისო მეთვალყურეების დაშვებას შეეხება.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე საქართველომ უარი თქვა კიდევ ერთი რეზოლუციის მიღებაზე და ეს გადაწყვეტილება, ძირითადად, მონიტორინგის კომიტეტის რუსეთის მხარის თანამომხსენებელ დევიდ უილშირთან იყო დაკავშირებული. საქმე ის არის, რომ უილშირი აპრილის სესიამდე რამდენიმე დღით ადრე სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენელს მოსკოვში გახსნილ ეგრეთ წოდებულ საელჩოში შეხვდა და არაერთი კრიტიკული შეფასება დაიმსახურა, მათ შორის, ევროსაბჭოს წარმომადგენელთა მხრიდანაც.
საქართველოს დელეგაცია აცხადებდა, რომ ვიდრე უილშირი იქნება მომხსენებელი რუსეთის მხრიდან, მანამდე არ ღირს საკითხის განხილვა მის მიერ მომზადებული მოხსენების საფუძველზე. გოკა გაბაშვილი ამბობს, რომ იანვრის სესიისთვის, როდესაც გაფართოებული საგანგებო მოსმენა იგეგმება, საქართველოსთვის უილშირის ფაქტორი აღარ იარსებებს:
”დევიდ უილშირი, რომელიც აღმაშფოთებლად მოიქცა ჩვენთვისაც და ძალიან ბევრი თავისი კოლეგისთვისაც, როდესაც ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის საელჩოში მივიდა, ის აღარ არის ინგლისის პარლამენტის წევრი (ის აღარ იქნა კანდიდატად წარდგენილი კონსერვატორების მიერ) და, შესაბამისად, მას ახლა გაუვა ევროსაბჭოშიც უფლებამოსილების ვადა და ის აღარ იქნება მომხსენებელი, რა თქმა უნდა...”
ჯერჯერობით საქართველოსთვის ასე პრობლემური დევიდ უილშირი კვლავაც ადგილზეა და სწორედ მისი მხარდაჭერით მოითხოვა რუსეთის დელეგაციამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონების ლიდერების მონაწილეობა იანვრისთვის დაგეგმილ მასშტაბურ მოსმენაზე. საქართველოს დელეგაცია კმაყოფილია, რომ ეს ინიციატივა განხილვას არც კი დაექვემდებარა.