ნატოს ლისაბონის განვლილ სამიტზე საქართველო შეაქეს ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციაში შეტანილი წვლილისათვის. თუმცა საქართველო, როგორც გაირკვა, გაღებული კონტრიბუციით არ შემოიფარგლება და მზადაა, უფრო ღრმად ითანამშრომლოს ნატოს სარდლობასთან და ასევე გაგზავნოს სამხედრო ინსტრუქტორები ავღანეთის შეიარაღებული ძალების გასაწვრთნელად.
ამის თაობაზე ნატოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გეგა მგალობლიშვილმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა:
„ჩვენ ვართ მზად, კიდევ უფრო შევუწყოთ ხელი ალიანსს ტრანზიტის ფუნქციების უკეთ განხორციელებაში, იმიტომ, რომ ეს ერთ-ერთი მტკივნეული თემაა. ასევე ჩვენ მზად ვართ, რომ გარკვეული დახმარება გავუწიოთ ალიანსს წვრთნის პროცესში. ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად მომზადებული იქნება ავღანეთის პოლიცია და უსაფრთხოების ძალები, რათა თავის თავზე აიღონ 2014 წლისათვის ქვეყნის სრულად მართვის პასუხისმგებლობა“.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნული მზადყოფნა ოფიციალურად დაადასტურა ავღანეთის უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციაში მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო მეთაურებსა და წარმომადგენლებთან ავღანეთის შესახებ ლისაბონის სამიტზე გამართული შეხვედრის დროს. საქართველო 2009 წლიდან მონაწილეობს ISAF-ში. ოფიციალური მონაცემებით, ავღანეთში 975-მდე ქართველი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. ერთი ასეული იცავს სასიცოცხლო ობიექტებს ქაბულში, 750-კაციანი ბატალიონი კი ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად რეალურ საბრძოლო ამოცანებს ასრულებს ერთ-ერთ ყველაზე უფრო სახიფათო - ჰელმანდის - პროვინციაში. სახმელეთო ჯარების 31-ე ქვეითმა ბატალიონმა 6-თვიანი მისია დაასრულა და გასულ კვირაში სამშობლოში დაბრუნდა. ქართველ ჯარისკაცებს ალექსეევკის სამხედრო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი დახვდნენ. ბაჩო ახალაიამ განაცხადა, რომ ბატალიონმა, მიუხედავად დანაკარგებისა, წარმატებით შეასრულა სამხედრო ამოცანა.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, ჯონ ბასმა, რომელიც ასევე მონაწილეობდა ქართველი სამხედროების დახვედრის ცერემონიაში, ავღანეთში ვალმოხდილ ჯარისკაცებს საქართველოს „ღირსება“ და „პატივი უწოდა“:
„მე მინდოდა, პირადად გადამეხადა მადლობა ბატალიონის რამდენიმე ჯარისკაცისათვის გაწეული სამსახურისა და თავგანწირვისათვის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ შეერთებული შტატებისა და ავღანეთის უსაფრთხოების მხარდამჭერ საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილე სხვა პარტნიორების სახელით. ეს ჯარისკაცები ღირსებას მატებენ საქართველოს და იმ წვლილს, რომელიც საქართველოს შეაქვს ჩვენს საერთო უსაფრთხოების საქმეში ავღანეთსა და მსოფლიოში. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ მათი ოჯახებისა და ამ ჯარისკაცების თავგანწირვისა საერთო ძალისხმევაში შეტანილი წვლილისათვის“.
აპრილიდან მოყოლებული, ავღანეთში დისლოკაციისას 31-ე ბატალიონმა მონაწილეობა მიიღო რვა ფართომასშტაბიან და 1000-ზე მეტ საპატრულო ოპერაციაში, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობის დამყარებასა და "თალიბანის" განადგურებას ისახავდა მიზნად. 31-ე ბატალიონმა მოსახლეობას ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარებაც აღმოუჩინა. საბრძოლო ამოცანების შესრულების დროს სამხრეთ ავღანეთში 5 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და სამი მძიმედ დაიჭრა. როტაციის შემდეგ ქართულმა ქვედანაყოფმა საბრძოლო დროშა და ესტაფეტა, მხედრული წესისამებრ, 32-ე ბატალიონს გადასცა, რომელიც საბრძოლო ოპერაციას ჰელმანდის პროვინციაში მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეასრულებს.