მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მინების დაბურვის წინააღმდეგ მიმართული კანონის უკან ლოგიკა მარტივია. ოფიციალური რიტორიკით, კრიტიკულ სიტუაციაში სამართალდამცავნი უნდა ხედავდნენ, რა ხდება მანქანაში. დადგენილი პროცენტული ზღვრის მარტივად შესამოწმებლად კი, მანქანასთან დადექით და თუ თქვენი საკუთარი გამოსახულება მინაზე მანქანის შიდა ხედს ფარავს, ე. ი. ზღვარზე ხართ.
საქართველოში მას შემდეგ, რაც 10 ნოემბერს კანონი ამოქმედდა, მის ფარგლებში მოექცნენ ისინი, ვინც მინები საკუთარი ნებით დაბურა; თუმცა კანონი შეეხო მათაც, ვისაც მინების დაბურვასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. მაგალითად, მოდით, განვიხილოთ იაპონური ავტომობილი „სუბარუ“. ამ ავტომობილის ქართველმა მოყვარულებმა ინტერნეტში სპეციალური საიტი გახსნეს, სადაც 1200-მდე მომხმარებელია დარეგისტრირებული. საიტი იმ ადამიანებს აერთიანებს, ვისაც ეს მანქანა აქვს ან მოსწონს.
ავტომობილ „სუბარუს“ მფლობელი: „სუბარუ“ ერთდროულად კვადრო სისტემაცაა და სპორტულიც, ანუ სწრაფიცაა და ცუდ გზებზეც დადის, ე.ი. ორი მანქანის ქონის თავი თუ არ გაქვს და ერთი გინდა, რომელიც არც ნელია და ცუდ გზაზეც დადის, ეგეთია. ღარიბი იაპონელების მანქანაა“.
ავტომობილი „სუბარუ“ საქართველოში, ძირითადად, ქარხნული წესით დაბურული მინებით ჩამოდის. დამუქების ხარისხი, ბევრ შემთხვევაში, 10-მდე პროცენტით აღემატება ახალ, დადგენილ სტანდარტს. მძღოლების განცხადებით, მანქანის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ერთადერთი გზა მინების გამოცვლაა, რაც მათი თქმით, 1000-მდე დოლარი ჯდება.
ავტომობილ „სუბარუს“ მფლობელი: „ამას ემატება ჩამოტანის დრო და სირთულე, რადგან მსხვრევადია და სპეციალურად შეფუთული უნდა ჩამოვიდეს“.
ამიტომაც „სუბარუს“ მოყვარულებმა დღეს დიღომში საკუთარი მანქანები ძველი ბაზრობის ცარიელ ტერიტორიაზე მოაგროვეს, ინფორმაცია კი სააგენტოებით გაავრცელეს. ფანჯრებზე A4 ფორმატის ფურცლები გააკრეს წარწერებით: „შუშებს არ შევცვლით“ ან „შეაჩერეთ დაბურული კანონი“. კანონის შეჩერებას რომ შეძლებენ, არ სჯერათ, ამიტომ ჩამოყალიბდნენ პუნქტზე, რომ:
ავტომობილ „სუბარუს მფლობელი: „დაუშვან ქარხნული წესით დაბურულ უკანა მინებზე მაინც ლიმიტის მოხსნა“.
ძველი ავტობაზრობის ტერიტორიაზე შეგროვილ მანქანების ძირითად ნაწილს ქარხნული დაბურვა სწორედ უკანა მინებზე ჰქონდათ. დღეს ასეთი სამოცამდე ავტომობილი მოგროვდა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ყველა „სუბარუ“ მსგავსი სტილისაა. „სუბარუს“ მოყვარულთა ქართულმა კლუბმა აქციაზე ოფიციალური წერილიც მოიტანა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელზე იურისტების დახმარებით შეადგინეს. ასევე გაახმაურეს საფულეში შენახული, ჯერჯერობით, ერთადერთი გაფრთხილება, რომელიც პატრულს დაუწერია. გართხილება შეახსენებთ, რომ 50-ლარიანი ჯარიმის წინა მდგომარეობაა.
ავტომობილ „სუბარუს“ მფლობელი: „კანონის შესახებ როცა გავიგე, მე თვითონ დავინტერესდი, რა დონეზე იყო დაბურული ჩემი მანქანა. პატრულთან თავად მივედი და ვკითხე. შეამოწმეს და გაფრთხილება დამიწერეს“.
„სუბარუს“ მფლობელნი ამბობენ, რომ პოლიცია მათ პასუხობთ, თქვენი საკითხი, ჯერჯერობით, არ გარკვეულა და ამიტომ არ დაგაჯარიმებთო. ამის მიუხედავად, ავტომფლობელები გამზადებული მიმართვის მიტანას შინაგან საქმეთა სამინისტროში აპირებენ.