საქართველოს პარლმენტმა მეორე მოსმენით განიხილა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც გადასახადების გაზრდის მექანიზმის გართულებას ითვალისწინებს. ცვლილების მიღების შემთხვევაში, 2013 წლიდან მთავრობას საერთო სახელმწიფო გადასახადების გასაზრდელად რეფერენდუმის ჩატარება მოუწევს.
2009 წლის ოქტომბერში საქართველოს პრეზიდენტი ინიციატივით გამოვიდა და „ეკონომიკური თავისუფლების აქტის“ ფარგლებში – გადასახადების გაზრდის მექანიზმის გართულება მოითხოვა. მთავრობის საპარლამენტო მდივნის, გია ხუროშვილის ინფორმაციით, ცვლილება, ძირითადად, შეეხება საერთო სახელმწიფო გადასახადებს:
„კონსტიტუციური კანონი უკრძალავს პარლამენტს, რომ შემოიღოს ახალი ტიპის გადასახადი, რომელსაც ექნება საერთო სახელმწიფო მნიშვნელობა. ასევე უკრძალავს მისი ზედა ზღვარის გაზრდას – ყველა ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული რეფერენდუმით. რეფერენდუმის დანიშვნის უფლება კი ექნება მხოლოდ საქართველოს მთავრობას“.
პრეზიდენტისა და მთავრობის მიერ ინიციირებულ ამ ცვლილებას აქტიურად უჭერს მხარს საპარლამენტო უმრავლესობა. პარლამენტის საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილის თქმით, ცვლილება, რომელიც ეკონომიკური სტაბილურობის გაზრდისა და ინვესტორების მოზიდვის მიზნით ხორციელდება, მხოლოდ საშემოსავალო და მოგების გადასახადების გაზრდის მექანიზმს გაართულებს. რაც შეეხება ქონების გადასახადს, ის არ განეკუთვნება საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადების კატეგორიას.
„აქციზი ამოვიღეთ სიიდან შეგნებულად იმიტომ, რომ აქციზი, როგორც წესი, წესდება ისეთ საქონელზე, რომელიც ფუფუნებასთან ასოცირდება ან ვნებს ჯანმრთელობას. მთლიანობაში, მინდა შევნიშნო, რომ საკითხი ემსახურება გრძელვადიან ეკონომიკურ სტაბილურობას“, – განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.
თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობისგან განსხვავებით, პარლამენტში წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ გრძელვადიანი ეკონომიკური სტაბილურობისათვის ასევე მნიშვნელოვანია ადმინისტრირების მექანიზმის შეცვლა. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი გურამ ჩახვაძე კი აცხადებს, რომ გადასახადების გაყინვა ეწინააღმდეგება ეკონომიკის არსს, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, რეგულირებას საჭიროებს:
„თუ ჩვენ არ ვზრდით საშემოსავლო გადასახადს, არ ვზრდით მოგების გადასახადს, ვიდრე არ გავა რეფერენდუმზე, მაშინ რჩება ერთი გზა: ადმინისტრირების, სანქციების გამკაცრება, ჯარიმები... მთავრობას შეიძლება გაუჩნდეს ცდუნება, რომ ამ გზით შეავსოს ბიუჯეტი და ადმინისტრირება გაამკაცროს. ჩვენ ამას ვხედავთ, რომ ადმინისრაციული სანქციები თუ ჯარიმები იზრდება“.
გურამ ჩახვაძის მსგავსად, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილების პროექტს იწუნებს ლევან ვეფხვაძეც. მისი თქმით, საქართველოს უმთავრეს პრობლემას – ბიზნესის თავისუფლების შეზღუდვას – კონსტიტუციაში ჩანაწერების გაკეთებით დიდად არ ეშველება:
„ინვესტორს იზიდავს არამარტო დაბალი გადასახადები! მნიშვნელოვანია ის, თუ რა სიტუაციაა, ზოგადად, ბიზნესთან მიმართებაში! მოდი, ვნახოთ, რამდენი საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რამდენი ბიზნესმენი დააწიოკეს. შედიან, შარს სდებენ, რატომ ქუდი არ გახურავსო და ბეგარას ადებენ. ეს ადამიანი მივა და იტყვის, ამდენი ფული არ მაქვსო და იწყება ვაჭრობა. ასე ხდება ფულის ამოღება ბიუჯეტის შესავსებად“.
პრეზიდენტის ინიციატივას აკრიტიკებს ეკონომიკის ექსპერტთა ერთი ნაწილიც. დავით ნარმანიამ თავის დროზე მოიწონა „ეკონომიკური თავისუფლების აქტი“, თუმცა ახლა მიიჩნევს, რომ ინიციატივა დროში გაიწელა და უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, განხორციელებული ცვლილებების გამო, აზრისგან დაიცალა:
„არალოგიკურად ერთმანეთთან დაკავშირებული ორი რამ გააკეთა პარლამენტმა. ჯერ მიიღო ახალი საგადასახადო კოდექსი (რამდენიმე გადასახადის განაკვეთი და დაბეგვრის არეალი გაიზარდა) და ახლა იღებენ თავისუფლების აქტს, რომლის მიხედვითაც მოსახლეობასთან შეთანხმების გარეშე გადასახადს არ გავზრდითო“, – უთხრა დავით ნარმანიამ რადიო „თავისუფლებას“.
დავით ნარმანია ცვლილების პროექტს იმის გამოც აკრიტიკებს, რომ მიღების შემთხვევაში, ის არა დაუყოვნებლივ, არამედ მხოლოდ 2013 წლიდან ამოქმედდება.
2009 წლის ოქტომბერში საქართველოს პრეზიდენტი ინიციატივით გამოვიდა და „ეკონომიკური თავისუფლების აქტის“ ფარგლებში – გადასახადების გაზრდის მექანიზმის გართულება მოითხოვა. მთავრობის საპარლამენტო მდივნის, გია ხუროშვილის ინფორმაციით, ცვლილება, ძირითადად, შეეხება საერთო სახელმწიფო გადასახადებს:
„აქციზი ამოვიღეთ სიიდან შეგნებულად იმიტომ, რომ აქციზი, როგორც წესი, წესდება ისეთ საქონელზე, რომელიც ფუფუნებასთან ასოცირდება ან ვნებს ჯანმრთელობას...
პრეზიდენტისა და მთავრობის მიერ ინიციირებულ ამ ცვლილებას აქტიურად უჭერს მხარს საპარლამენტო უმრავლესობა. პარლამენტის საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილის თქმით, ცვლილება, რომელიც ეკონომიკური სტაბილურობის გაზრდისა და ინვესტორების მოზიდვის მიზნით ხორციელდება, მხოლოდ საშემოსავალო და მოგების გადასახადების გაზრდის მექანიზმს გაართულებს. რაც შეეხება ქონების გადასახადს, ის არ განეკუთვნება საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადების კატეგორიას.
„აქციზი ამოვიღეთ სიიდან შეგნებულად იმიტომ, რომ აქციზი, როგორც წესი, წესდება ისეთ საქონელზე, რომელიც ფუფუნებასთან ასოცირდება ან ვნებს ჯანმრთელობას. მთლიანობაში, მინდა შევნიშნო, რომ საკითხი ემსახურება გრძელვადიან ეკონომიკურ სტაბილურობას“, – განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.
თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობისგან განსხვავებით, პარლამენტში წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ გრძელვადიანი ეკონომიკური სტაბილურობისათვის ასევე მნიშვნელოვანია ადმინისტრირების მექანიზმის შეცვლა. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი გურამ ჩახვაძე კი აცხადებს, რომ გადასახადების გაყინვა ეწინააღმდეგება ეკონომიკის არსს, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, რეგულირებას საჭიროებს:
„თუ ჩვენ არ ვზრდით საშემოსავლო გადასახადს, არ ვზრდით მოგების გადასახადს, ვიდრე არ გავა რეფერენდუმზე, მაშინ რჩება ერთი გზა: ადმინისტრირების, სანქციების გამკაცრება, ჯარიმები... მთავრობას შეიძლება გაუჩნდეს ცდუნება, რომ ამ გზით შეავსოს ბიუჯეტი და ადმინისტრირება გაამკაცროს. ჩვენ ამას ვხედავთ, რომ ადმინისრაციული სანქციები თუ ჯარიმები იზრდება“.
არალოგიკურად ერთმანეთთან დაკავშირებული ორი რამ გააკეთა პარლამენტმა. ჯერ მიიღო ახალი საგადასახადო კოდექსი (რამდენიმე გადასახადის განაკვეთი და დაბეგვრის არეალი გაიზარდა) და ახლა იღებენ თავისუფლების აქტს ...