სტუმრად ჩვენს ეთერში: გია ჯანდიერი

”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი

1 ნოემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გია ჯანდიერი, ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტი. მან საქართველოში საინვესტიციო გარემოს თაობაზე ისაუბრა. ჯანდიერის თქმით, საქართველო დაბალი გადასახადებით შესაძლოა, მიმზიდველი იყოს ინვესტორისთვის, თუმცა კერძო საკუთრების დაცულობის ხარისხს ის სერიოზულ ხარვეზად მიიჩნევს. გია ჯანდიერი ლაპარაკობს აგრეთვე გადასახადების, კერძოდ, დამატებული ღირებულების გადასახადის შემცირების საჭიროებაზეც.