ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 დღით ადრე საარჩევნო სუბიექტებმა, ადგილობრივმა დამკვირვებლებმა და მედიის წარმომადგენლებმა ”ეთიკის კოდექსს” მოაწერეს ხელი. კოდექსი განსაზღვრავს ზემოაღნიშნული მხარეების ქცევის წესებს არჩევნების დღეს და შემდგომ პერიოდში. „ეთიკის კოდექსი“ გაეროს განვითარების პროგრამის საარჩევნო მხარდაჭერის პროექტმა შეიმუშავა, ფინანსური უზრუნველყოფა კი ევროკავშირმა განახორციელა.
”ეთიკის კოდექსი”, როგორც გაეროსა და ევროკავშირის ერთობლივი ინიციატივა, საქართველოში საარჩევნო პროცესების მხარდასაჭერად წარმოებული აქტივობების ერთი ნაწილია. კოდექსი, გაეროს ექსპერტთა განმარტებით, მოწოდებულია საარჩევნო პროცესების ეფექტურობისა და არჩევნებში მონაწილე მხარეების თანამშრომლობისაკენ.
” ეს არის მცდელობა იმისა, რომ ამ პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში ყველამ, ვინც კი არჩევნებში არის ჩართული, მიიღოს საერთო თამაშის წესები, ქცევის ერთი და იგივე ნორმები შეიმუშაონ. ტყუილი არ თქვაო, განზრახ ფაქტები არ დაამახინჯოო, კანონში არ წერია. შესაბამისად, ამაში გვეხმარება ქცევის კოდექსი. პარტიებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ის არის, რომ ის პარტია, რომელიც წააგებს, მაგალითად, აღიარებს გამარჯვებულის გამარჯვებას. ფაქტების მოხმობის გარეშე არ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ, დავუშვათ, არჩევნები თავიდანვე გაყალბებული იყო.”
გაეროს განვითარების პროგრამის საარჩევნო დახმარების პროექტის სამოქალაქო განათლების სპეციალისტის ზურაბ ხრიკაძის განმარტებით, „ეთიკის კოდექსი“ პრაქტიკულად ერთსულოვანი მხარდაჭერით სარგებლობს როგორც საარჩევნო სუბიექტებში, ისე სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და მედიაში, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ კოდექსს მიუერთდა ყველა საარჩევნო სუბიექტი, სადამკვირვებლო ორგანიზაცია და მედიის დიდი ნაწილი, მათ შორის - გაზეთი ”რეზონანსი.”
” ზოგადად რაღაც კოდექსები და შეთანხმებები არის შანსი, რომ ჩვენ რაღაცა წესებით ვიმოქმედოთ. გარკვეულ სპეციფიკურ ვითარებას სჭირდება სპეციფიკური წესებიც. პრინციპში ჩემთვის მისაღებია ის, რაც არის, მაგრამ ვამბობ, რომ შეგვეძლო მეტი გაგვეკეთებინა.”
გაზეთ ”რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში ფიქრობს, რომ სასურველი იქნებოდა „ეთიკის კოდექსი“ შედარებით ადრე გაფორმებულიყო, ანუ მოეცვა არა მხოლოდ არჩევნების დღისა და შემდგომი ეტაპის ქცევის ნორმები, არამედ გავრცელებულიყო წინასაარჩევნო პერიოდზეც. ნორმები კი, რომელსაც აღნიშნული „ეთიკის კოდექსი“ მედიას უყენებს, გულისხმობს საარჩევნო პროცესის მხოლოდ ფაქტებსა და სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით გაშუქებას, საზოგადოებრივი აზრის კვლევის, ეგზიტპოლების ან ხმების პარალელური დათვლის შედეგებით მანიპულირების აკრძალვას, საარჩევნო სუბიექტებისათვის თანაბარი პირობების შექმნას და სხვ.
თავის მხრივ, საარჩევნო სუბიექტების ქცევის წესებში, „ეთიკის კოდექსის“ თანახმად, განსაზღვრულია, რომ არჩევნებში მონაწილე პარტიებმა არ დაუშვან ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება ან ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ზემოქმედების რაიმე სხვა ფორმის გამოყენება, ითანამშრომლონ საარჩევნო კომისიებთან, რეაგირება მოახდინონ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებზე განცხადება-საჩივრის საარჩევნო ადმინისტრაციასა და სასამართლოში წარდგენის გზით და სხვ.
”მე ვფიქრობ,რომ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია იმისათვის, რომ პარტიებმაც, დამკვირვებლებმაც, მედიის წარმომადგენლებმაც დააფიქსირონ თავიანთი პოზიციები ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება არჩევნებს, გაშუქებას, კამპანიას, ხმის მიცემას თუ ნებისმიერ სხვა პროცედურას. აქედან გამომდინარე, სურვილი, რომ ერთობლივი ძალისხმევით რეაგირება მოახდინონ ყველა პრობლემაზე, რაც შეიძლება იყოს არჩევნების პროცესში, არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ პროცესის გამჭვირვალობისთვის”, - აღნიშნავს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი.
მმართველმა პარტიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარების მიზნით, ამ ცოტა ხნის წინ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემზღუდავ მემორანდუმსაც მოაწერა ხელი. იმასვე ვერ ვიტყვით ოპოზიციური პარტიების ერთ ნაწილზე, მათ შორის, ”მრეწველებზე”, რომლებმაც, ზურაბ ტყემალაძის განმარტებით, მემორანდუმის მოთხოვნები თავისთვის სავალდებულო შესასრულებლად არ მიიჩნიეს, თუმცა მზად არიან, გაეროსა და ევროკავშირის მიერ მომზადებულ „ეთიკის კოდექსს“ მიუერთდნენ.
”არიქა არ ეთანხმებიანო... ყველაფერს ვეთანხმები, ოღონდ წესიერად მოიქცეს სუყველა. თორემ სხვა მიზანი რა უნდა იყოს - დაფიქსირება იმის, რომ კანონი ყველამ უნდა შევასრულოთ.”
რაც შეეხება „ეთიკის კოდექსის“ რეგულაციის კიდევ ერთ კონკრეტულ სფეროს, დამკვირვებლებს:
”საარჩევნო კოდექსით ისედაც გათვალისწინებულია, რა უფლებები აქვს და რა მოვალეობები აქვს დამკვირვებელს, მაგრამ თვითონ ეს ქცევის კოდექსი ამ მოთხოვნების იქით მიდის - დამკვირვებლებს გარკვეულ ეთიკურ ვალდებულებებს უყენებს. მაგალითად ის, რომ დამკვირვებელი არ უნდა ეწეოდეს აგიტაციას და ამ აგიტაციის გაწევაში იგულისხმება,რომ შენ არ უნდა გეცვას, მაგალითად, რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკიანი მაისური, არ უნდა გეხუროს ქუდი და ასე შემდეგ”, - ამბობს ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი და დასძენს, რომ დოკუმენტს სამართლებრივად სავალდებულო ძალა არ აქვს, თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც მნიშვნელოვანია, რადგან ადგენს ეთიკურ სტანდარტს, რომლის დაცვაც არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების პროცესს წაადგება.