მოსკოვსა და ყიზლარში განხორციელებული ტერორისტული აქტების შემდეგ, რასაც რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, კვლავ წამოტივტივდა ამერიკელი პოლიტიკური მიმომხილველის, ჯეიმს ჯორჯ იატრასის სტატია, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში გამოქვეყნდა გაზეთ „ვაშინგტონ ტაიმსის“ ფასიანი რეკლამის განყოფილებაში და რომელშიც ავტორი საქართველოს ხელისუფლებას ისლამისტი ჯიჰადისტების ხელშეწყობაში ადანაშაულებს. შესაძლოა, ეს სტატია, რომელზეც რამდენიმე დღის წინ უკვე გესაუბრეთ, არც იმსახურებდეს ასეთ ყურადღებას, მაგრამ რაკი მის გარშემო უკვე დაიწყო საუბარი აშშ-ის საინტერნეტო გამოცემებში, ჩვენც გადავწყვიტეთ, უფრო მეტი შეგვეტყო სტატიის ავტორსა და მის შეხედულებებზე.
შეგახსენებთ: ამერიკელი პოლიტიკური მიმომხილელი, სახელმწიფო დეპარტამენტისა და სენატის ყოფილი თანამშრომელი, ჯეიმს ჯორჯ იატრასი გახლავთ ავტორი ფასიანი სარეკლამო სტატიისა, რომელიც „ვაშინგტონ ტაიმსში“ დაიბეჭდა მიმდინარე წლის თებერვალში და რომელსაც ამ კვირაში, მოსკოვის მეტროში განხორციელებული ტერაქტების შემდეგ, გამოეხმაურა ჯულია გორინი საინტერნეტო გამოცემა „პოლიტიკალ მეივენსში“. იატრასის პუბლიკაციის პათოსი მიმართულია როგორც საქართველოს, ისე აშშ-ის ადმინისტრაციის წინააღმდეგ. ავტორის თანახმად, ვაშინგტონი მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც, თავის მხრივ, ისლამისტ ჯიჰადისტებს ეხმარება რუსეთის წინააღმდეგ საქმიანობაში.
ჩვენ დავუკავშირდით ჯეიმს ჯორჯ იატრასს და პირველ რიგში დავინტერესდით, რამდენად სანდოა მისი ცნობა იმის შესახებ, რომ თბილისში გასული წლის ბოლოს საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით გაიმართა ჯიჰადისტთა შეკრება. იატრასმა არ ისურვა, მისი თქმით, „სანდო წყაროების“ დასახელება.
„ყველაფერი, რაც წყაროებზე შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ინფორმაცია მივიღე ორი პირისგან, რომლებსაც ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, და რომლებსაც, როგორც ვიცი, ორ სხვადასხვა უცხოურ სადაზვერვო სამსახურში ჰყავთ ინფორმაციის წყაროები. წარსული გამოცდილებით ვიცი, რომ ამ წყაროების ინფორმაცია სანდოა... ცხადია, ვერ დავამტკიცებ, რომ [ეს ინფორმაცია] სიმართლეს შეესაბამება. მაგრამ ამ ადამიანებთან წარსული ურთიერთობის გამოცდილება და მათი სადაზვერვო ინფორმაცია მარწმუნებს, რომ ის სიმართლეს შეესაბამება.“
ბრალდებებს, რომლებსაც იატრასის სტატია შეიცავს, ჩვენთან საუბარში „აბსურდული“ უწოდეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. თავად ამერიკელი მიმომხილველი კი შემაძრწუნებლად და განსაცვიფრებლად არ მიიჩნევს ცნობას იმის შესახებ, თითქოს საქართველოს ხელისუფლება ჯიჰადისტებს ეხმარება.
„არ მგონია, ეს შემაძრწუნებელი იყოს. მოდით, გულწრფელები ვიყოთ. დიდი ხანია, არსებობს იმის აშკარა ნიშნები, რომ შეერთებული შტატები სულ ცოტა, თვალს მაინც ხუჭავს - თუ უფრო მეტს არ აკეთებს - როცა საქმე ეხება კავკასიაში ისლამისტი რადიკალების საქმიანობას და რუსეთის წინააღმდეგ მათ მიმართვას. იდეა, რომ შეერთებული შტატები შეიძლება არ ეწინააღმდეგებოდეს ისლამისტი ჯიჰადისტების მოქმედებას რუსეთის წინააღმდეგ - ისე, როგორც ვეხმარებოდით ჯიჰადისტურ ძალებს ბოსნიასა და კოსოვოში 90-იან წლებში - არავის უნდა აკვირვებდეს. მიკვირს, როცა ვიღაც ამბობს, შეძრწუნებული ვარო.“
იატრასის სტატია „ვაშინგტონ ტაიმსში“ დაიბეჭდა „America-Russia.net”-ის ეგიდით - ორგანიზაციისა, რომელსაც სათავეში უდგას რუსი ფიზიკოსი და პოლიტოლოგი ედუარდ ლოზანსკი და რომლის დამფუძნებელთა შორის არიან კრემლის პოლიტიკური მრჩეველი გლებ პავლოვსკი და კრემლის კურსის გამტარებელი ინგლისურენოვანი ტელეარხის “Russia Today”-ს მიმომხილველი პიტერ ლაველი.
ამასთან დაკავშირებით ჯეიმს ჯორჯ იატრასმა გვითხრა: „მე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ამ საკითხებზე ძალიან დიდი ხანია, ჩემს მოსაზრებებს საჯაროდ გამოვხატავ. იგივე ეხება ედ ლოზანსკის. და თუ პავლოვსკის ან ლაველის ან ნებისმიერი სხვა ადამიანის აზრები ჩემსას ემთხვევა, ჩემთვის ეს პრობლემა არ არის.“
ჩვენ დავინტერესდით ბატონ იატრასთან დაკავშირებული კიდევ ერთი გარემოებით. როგორც შევიტყვეთ, ის იცავდა საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის, ამჟამად ძებნილი იგორ გიორგაძის პარტია „სამართლიანობის“ დაპატიმრებული წევრის, მაია თოფურიას ინტერესებს. ბატონმა იატრასმა ეს ინფორმაცია დაგვიდასტურა.
„დიახ, დიახ. შეერთებულ შტატებში ამაზე საჯარო ინფორმაცია მოიპოვება. ჩვენ იუსტიციის სამინისტროში გავიარეთ რეგისტრაცია, როგორც მაია თოფურიას წარმომადგენლებმა და მის საქმესთან დაკავშირებულ გარემოებებს ძალიან კარგად ვიცნობ. რაც შეეხება ბატონ იგორ გიორგაძესთან დაკავშირებულ სამართლებრივ გარემოებებს - იცით, მრავალ ქვეყანაში მოიპოვება სხვა ქვეყნებიდან ლტოლვილი მრავალი ადამიანი, რომლებზეც შეიძლება იკითხო, რატომ ითვლებიან ასეთებად? ჯერ ბატონი ბერეზოვსკი დაბრუნდეს რუსეთში ან ილიაზ ახმადოვი დაბრუნდეს რუსეთში და მერე ვილაპარაკოთ, ვინ სად აფარებს თავს.“
აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მაია თოფურია ბატონ იატრასს თვეში 35 ათას დოლარს უხდიდა მისი ინტერესების დაცვისთვის. რადიო თავისუფლება დაინტერესდა, საიდან მოდიოდა ეს თანხა.
„არა მგონია, თვითონ მას შეეძლოს რამის გადახდა. მე ვიცი, რომ ჩვენ კონსულტაციისთვის მოგვმართა მაია თოფურიამ. ვვარაუდობ, რომ ეს მისი პარტიის ფული იყო. მაგრამ ჩვენ მაია თოფურიასთვის ვმუშაობდით.“

ინფორმაცია მივიღე ორი პირისგან, რომლებსაც ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, და რომლებსაც, როგორც ვიცი, ორ სხვადასხვა უცხოურ სადაზვერვო სამსახურში ჰყავთ ინფორმაციის წყაროები

ჩვენ იუსტიციის სამინისტროში გავიარეთ რეგისტრაცია, როგორც მაია თოფურიას წარმომადგენლებმა და მის საქმესთან დაკავშირებულ გარემოებებს ძალიან კარგად ვიცნობ