გავრცელებული ინფორმაციის ირგვლივ იზრდება მითქმა-მოთქმა, რომ ირანის მთავრობამ უფლებადამცველ შირინ ებადის 2003 წელს მიღებული ნობელის სამშვიდობო პრემია ჩამოართვა. 19 ნოემბერს ებადიმ რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს უთხრა, რომ მისი პრემიის კონფისკაცია მოახდინეს და საბანკო ანგარიშები გაუყინეს. ებადის მხარს უჭერენ ნობელის კომიტეტი და ნორვეგიის მთავრობა - ისინი თეირანს მწვავედ აკრიტიკებენ, მაგრამ თავად ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო მედლის ჩამორთმევის ფაქტს უარყოფს.
ცნობილმა ირანელმა უფლებადამცველმა შირინ ებადიმ რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს ექსკლუზიურ ინტერვიუში უთხრა, რომ ირანის მთავრობის წარმომადგენლებმა კონფისკაცია გაუკეთეს მის ნობელის მედალსა და დიპლომს, რომელიც ირანის ერთ-ერთი ბანკის სეიფში ინახებოდა, და გაყინეს მისი საბანკო ანგარიში. ებადის თქმით, მთავრობა თეირანში მისი ოჯახის წევრებს ემუქრება და მისი სახლის კონფისკაციასაც გეგმავს.
როგორც ებადიმ რადიო თავისუფლებას უთხრა, სეიფი, სადაც მისი ნობელის მედალი და დიპლომი ინახებოდა, მის მეუღლეს ეკუთვნოდა. ებადის თქმით, სეიფში ასევე ინახებოდა საფრანგეთის მთავრობის მიერ მისთვის მინიჭებული მედალი და გერმანიის ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ გადაცემული ბეჭედი.
ებადი ამბობს, რომ მას, გადასახადის სახით, 410,000 ამერიკული დოლარის გაღებას სთხოვენ - თეირანის განცხადებით, სწორედ ამდენი უნდა ჩამოეჭრას ნობელის პრემიას, რაც 1,3 მილიონი დოლარისგან შედგება. ებადი ამ ნაბიჯს უკანონოს უწოდებს და ამბობს, რომ, ირანის კანონმდებლობით, მსგავს ჯილდოებს გადასახადი არ უწესდება.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ებადისთვის ნობელის მედლის ჩამორთმევის ფაქტი. ამ განცხადებით სამინისტრო გამოეხმაურა ნორვეგიის კრიტიკას - ქვეყნის, სადაც გასცემენ ნობელის პრემიას. ნორვეგიის მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „შოკირებულები“ არიან ებადისთვის პრემიის ჩამორთმევის ფაქტით. ნორვეგიას არ აქვს უფლება ირანი საგადასახადო კანონის დაცვის გამო აკრიტიკოსო, - ასე უპასუხა თეირანმა ამ განცხადებას.
ებადი პირველი მუსულმანი ქალია, რომელსაც მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა. ამასთან, ის ირანის პირველი ქალი მოსამართლეა. ებადი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ გატარებული ზომების არ ეშინია:
„ირანის მთავრობას სურს, რომ ასეთი ფორმით ჩემზე ზეწოლა მოახდინოს, მაგრამ ეს არ გამოვა. ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ. ისლამურ რესპუბლიკას, ალბათ, არ მოსწონს, მე რომ ადამიანის უფლებების სფეროში მუშაობას ვაგრძელებ და გაეროს ანგარიშებს ვუგზავნი ხოლმეო“, - უთხრა მან ჩვენს რადიოს.
ებადი ივნისის შემდეგ ირანში არ ყოფილა, თუმცა ამბობს, რომ თავს გადახვეწილად არ თვლის. შირინ ებადის თქმით, ის „მუქარის შემცველ ბევრ შეტყობინებას“ იღებს - მათ შორის თეირანიდანაც, საიდანაც უთვლიან, რომ ირანში დაბრუნებას თუ დააპირებს, მას მაშინვე დააპატიმრებენ და რომ სადაც არ უნდა წავიდეს, მისი გარემო „უსაფრთხო“ არასოდეს იქნება.
პრემიის კონფისკაციის შესახებ ინფორმაციას ნობელის კომიტეტიც გმობს - აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი უპრეცედენტოა ნობელის პრემიის 108-წლიან ისტორიაში.
ნობელის კომიტეტის მუდმივმა მდივანმა, გირ ლუნდესტადმა, კომიტეტის პოზიცია ასე გამოხატა:
„ამით ძალიან იმედგაცრუებულები ვართ - შოკირებულებიც კი. ირანის მთავრობასა და შირინ ებადის შორის უთანხმოება უკვე ძალიან დიდი ხანია არსებობს, მაგრამ ეს ამ უთანხმოების ფარგლებს სცდება - ეს უპრეცედენტო, გაუმართლებელი ნაბიჯია.“
ადვოკატი მუჰამედ ალი დადხა ებადის ადამიანის უფლებების ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ის ამბობს, რომ ებადის პრემიის ფულადი ნაწილი - 1.3 მილიონი ამერიკული დოლარი - ირანის ერთ-ერთი ბანკის ანგარიშზე იყო დარიცხული და პოლიტპატიმრებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად იხარჯებოდა.
დადხა ადასტურებს, რომ ირანის მთავრობამ ეს საბანკო ანგარიში გაყინა და ანგარიშიდან ფულის გატანა შესაძლებელი არ არის.
ადვოკატის განცხადებით, ირანის მთავრობის ნაბიჯები „პოლიტიკური“ და „უკანონოა“, ვინაიდან კონფისკაციის შესახებ გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებას, რომელსაც ღია სასამართლოს წარუდგენენ. ამჯერად ასეთი მტკიცებულება არავის წარმოუდგენია.
ებადიმ ირანი ესპანეთში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად დატოვა 11 ივნისს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე. ამ კენჭისყრას აჰმადინეჟადის ხელმეორედ არჩევა, გაყალბების შესახებ ბრალდებები და მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.
მას შემდეგ შირინ ებადი ირანში არ დაბრუნებულა. ამ დროის განმავლობაში ის საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებდა ზომები მიეღოთ ირანის მთავრობის მიერ არჩევნების შემდგომ პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევების წინააღმდეგ.
საპროტესტო გამოსვლების დაწყების შემდეგ ათასობით ირანელი დააპატიმრეს. უშიშროების ძალებთან შეტაკებებს ათობით მოქალაქე ემსხვერპლა. გავრცელდა ინფორმაცია საპროტესტო გამოსვლების მონაწილეების დაპატიმრების შემდეგ წამების, გაუპატიურებისა და დახოცვის შესახებ.