თბილისს ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის მსოფლიოში დემოკრატიის განვითარების მხარდამჭერი კომიტეტის წევრები სტუმრობენ. ჩეხეთის პარლამენტის დელეგაცია, ვლასტიმილ სენალის მეთაურობით, საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებთან ორი დღის განმავლობაში გამართავს შეხვედრებს. სენალის განცხადებით, ეს ვიზიტი კიდევ ერთი დადასტურებაა საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერისა. 24 ნოემბერს ჩეხეთის დელეგაციას საქართველოს პარლამენტი მასპინძლობდა.
ჩეხეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამ მხარდაჭერის გამოხატულებაა ეს მორიგი ვიზიტიც - ასეთი იყო 24 ნოემბერს ჩეხეთის დელეგაციის მთავარი გზავნილი, რომელიც დელეგაციის მეთაურმა ვლასტიმილ სენალმა პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ გააკეთა. როგორ ვითარდება საქართველო, რა ვითარებაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და კიდევ რა შეუძლია ჩეხეთს გააკეთოს საქართველოს განვითარებისთვის - ეს კი შეხვედრების ძირითადი საკითხები გახლდათ.
პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი მინაშვილის თქმით, მთავარი საკითხები, რომლებიც ამ შეხვედრაზე განიხილეს, მთლიანად რეგიონსა და საქართველოში უსაფრთხოებას ეხებოდა. ისაუბრეს რუსეთის აგრესიაზე, რომელიც დღემდე არღვევს 12 აგვისტოს შეთანხმებას.
ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის მსოფლიოში დემოკრატიის განვითარების მხარდამჭერი კომიტეტის წევრები ასევე შეხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს მიხეილ მაჭავარიანს, საქართველოს პარლამენტის ჩეხეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს, საპარლამენტო უმცირესობას, ხოლო დღის ბოლოს - პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს. ოპოზიციასთან შეხვედრიდან გამოსულმა ვლასტიმილ სენალმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას განაცხადა, რომ ჩეხეთი, ევროკავშირის სახელით, კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსადმი მხარდაჭერას და მოხარულია, რომ რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის აზრები არ იყოფა:
მოხარული ვარ, რომ ისეთ საკითხზე, როგორიც რუსეთის აგრესიაა, საქართველოში ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთი აზრი აქვს. რადგან სახელმწიფოებრივ საკითხებში დაპირისპირება ხელისუფლებასა დ ა ოპოზიციას შორის შესაძლოა რუსეთმა ბოროტად გამოიყენოს. მაგრამ ოპოზიციის პასუხმა ჩვენ დაგვაკმაყოფილა. მათი სიტყვებით, თუ დემოკრატიული ევროკავშირის მხარდაჭერა გვსურს, თავად ჩვენც უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რამდენად მნიშვნელოვანია დემოკრატიული რეფორმები საქართველოსათვისო. ჩვენც, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის სახელით, კიდევ არაერთხელ დავადასტურეთ, რომ რუსეთის აგრესიას საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად მივიჩნევთ.”
ჩეხეთის აქტიურობის იმედი აქვს საპარლამენტო ოპოზიციის წევრს, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერს გიორგი თარგამაძეს: ”ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ არ გვიწევს მტკიცება ამ ქვეყნის წარმომადგენლებისათვის, რომ საქართველო არ არის აგრესორი, რადგან ჩეხეთის პარლამენტმა მიიღო არაერთი დადგენილება საქართველო-რუსეთის ომის შედეგებთან დაკავშირებით, სადაც ფორმულირება არის სწორედ ასეთი, რომ რუსეთმა განახორციელა აგრესია საქართველოს მიმართ და დაარღვია საერთაშორისო სამართლის თითქმის ყველა ნორმა. დღემდე რჩება მთელი რიგი მიმართულებებისა, რომელშიც ჩვენ გვჭირდება მათი დახმარება, განსაკუთრებით კი ევროკავშირის მისიის სამონიტორინგო არეალთან დაკავშირებით, იმ საფრთხეების მინიმუმამდე დაყვანისათვის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით მომავალი გაზაფხულისთვის.“
„ჩეხი სენატორები ცდილობენ წარმოიდგინონ რეალური ვითარება, რაც საქართველოშია და სიტუაცია შესაბამისად შეაფასონ“, - განაცხადა უმცირესობის წევრმა ქრისტიან-დემოკრატმა ნიკა ლალიაშვილმა: ”იმედი მაქვს, რომ ის ინფორმაცია, რასაც აქ მიიღებენ, კიდევ უფრო დაეხმარება ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ, საბოლოოდ, ევროპა ჩამოყალიბდეს აქტიურ მხარდამჭერად საქართველოს ინტეგრაციისა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
ჩეხეთის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი გაგრძელდება 25 ნოემბერსაც. დაგეგმილია შეხვედრები საგარეო საქმეთა სამინისტროში, სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა და ასევე რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრებთან. ვიზიტი კულტურულ პროგრამასაც მოიცავს. ჩეხეთის დელეგაცია საქართველოს 27 ნოემბერს დატოვებს.