ხმები, რომლებიც ჩაახშეს

ნატალია ესტემიროვა - ჟურნალისტი და ადამიანის უფლებათა ცენტრ "მემორიალის" წევრი ნატალია ესტემიროვა 15 ივლისს ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში მოიტაცეს, ხოლო მეორე დღეს მეზობელ ინგუშეთში მოკლული იპოვეს.

მიხაკები ნატალია ესტემიროვასთვის - ნატალია ესტემიროვას ხსოვნის პატივსაცემად ადამიანის უფლებათა ცენტრ "მემორიალში" ყვავილები მიაქვთ ნაცნობებსა თუ უცნობებს.

მოსკოვის ცენტრში შეკრებილი ეს ხალხი ნატალია ესტამიროვას მკვლელობამ აღაშფოთა - 16 ივლისს რუსეთის დედაქალაქის ნოვოპუშკინსკი პარკში საპროტესტო აქცია გაიმართა

ადგილი, სადაც ანასტასია ბაბუროვა და სერგეი მარკელოვი მოკლეს - იანვარში მოსკოვში მოკლეს ჟურნალისტი ანასტასია ბაბუროვა და ადვოკატი სერგეი მარკელოვი.

სერგეი მარკელოვი რადიო "თავისუფლების" მოსკოვის ბიუროში, 2006 წლის სექტემბერში - ადვოკატი სერგეი მარკელოვი ეწინააღმდეგებოდა ჩეჩნეთში ახალგაზრდა ქალის გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის მსჯავრდებული რუსი პოლკოვნიკის, იური ბუდანოვის ვადამდე გათავისუფლებას. მარკელოვი 19 იანვარს, მოსკოვში მოკლეს.

"ნოვაია გაზეტას" შტატგარეშე კორესპონდენტი ანასტასია ბაბუროვა - ანასტასია ბაბუროვა ნიღბიანმა ბოროტმოქმედმა სერგეი მარკელოვთან ერთად გამოასალმა სიცოცხლეს.

ალი ისრაილოვი, უმარ ისრაილოვის მამა - 2009 წლის 22 იანვარი, ვენა. ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის ყოფილი პირადი მცველის, უმარ ისრაილოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი მანიფესტაცია. "ვინ არის შემდეგი?" - ეს სიტყვები აწერია ერთ-ერთ ტრანსპარანტს.

2008 წლის სექტემბერში მოკლეს ინგუში ჟურნალისტი მაგომედ ევლოევი - "მაგომედ ევლოევი ინგუში ხალხის მოღალატეებმა მოკლეს" - წერია ტრანსპარანტზე, რომელიც მოსკოვში გამართული ამ პიკეტის მონაწილებმა დაამზადეს.

მაგომედ ევლოევი - ევლოევი დამოუკიდებელი ჟურნალისტი და ინტერნეტგაზეთის, ingushetiya.ru-ს რედაქტორ-გამომცემელი იყო.

ანა პოლიტკოვსკაია - "ნოვაია გაზეტას" კორესპონდენტი, ჩეჩნეთზე არაერთი სტატიისა და წიგნის ავტორი ანა პოლიტკოვსკაია 2006 წლის 7 ოქტომბერს მოკლეს მოსკოვში, საკუთარი სახლის სადარბაზოში