”აღიარების შემდეგ ამ რეგიონებში არაფერი კარგი არ ხდება...”

26 აგვისტოს ზუსტად ერთი წელი შესრულდა, რაც აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთისა და ეგრეთწოდებული სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. რა მოუტანა აღიარების ამ ერთმა წელმა საქართველოს, რუსეთს და თავად აფხაზებსა და ოსებს. რა ვითარებაა დღეს და რა არის მოსალოდნელი ახლო მომავალსა თუ შორეულ პერსპექტივაში. ამ პრობლემებზე საუბრობენ რადიო თავისუფლების დღევანდელ სადისკუსიო მაგიდასთან ექსპერტები კახა კაციტაძე და ანდრო ბარნოვი. საუბარს მარინა ვაშაყმაძე უძღვება.