15 ივნისს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რუსეთმა ვეტო დაადო რეზოლუციის პროექტს, რომელიც საქართველოში, აფხაზეთში, გაეროს სადამკვირვებლო მისიისთვის მანდატის ტექნიკურად - და, თანაც, ორი კვირის ვადით - გაგრძელებას ითვალისწინებდა. გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა ვეტოს უფლებით სარგებლობის გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ აზრი არ ჰქონდა მისიის მანდატის გაგრძელებას, რადგან რეზოლუციის პროექტი ისევ ძველ რეალობებს ითვალისწინებდა. კენჭისყრის დროს ხმები ასე გადანაწილდა: 10 მომხრე, 1 წინააღმდეგი, უშიშროების საბჭოს 4-მა წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. ამ ოთხში გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ერთი იყო - ჩინეთი. ასე რომ, საქართველოდან - აფხაზეთიდან - გაეროს მისია მიდის. საქართველოში ეუთოს მისიის ბლოკირების შემდეგ რუსეთის ძალისხმევით საერთაშორისო წარმომადგენლობა აღარ იარსებებს არც საქართველოს მეორე ოკუპირებულ რეგიონში - აფხაზეთში.
საქართველოში ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ყოფნის ბლოკირების შემდეგ გასაკვირი არავისთვის იყო რუსეთის მიერ საქართველოში - აფხაზეთში - გაეროს მისიის ბლოკირება. ოკუპირებული ტერიტორიებიდან საერთაშორისო წარმომადგენლობების განდევნა რომ რუსეთის მიზნებში შედიოდა, ცხადი იყო, თუმცა ექსპერტების და პოლიტიკოსების ნაწილი ელოდა, რომ მიზნის მისაღწევად რუსეთი უკიდურეს ფორმას, ვეტოს, მაინც არ გამოიყენებდა. გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთი ვეტოს უფლებით იშვიათად სარგებლობს - მაგალითად, 1995 წლის ბოლოდან მოყოლებული, 2008 წლის ჩათვლით, იყო მხოლოდ 3 შემთხვევა რუსეთის მიერ ვეტოს გამოყენებისა და ახალ ფაქტს ადგილი ჰქონდა ახლახან.
”ის ფაქტი, რომ რუსეთმა დაბლოკა არა სერიოზული რეზოლუცია, არამედ მისიის მანდატის ტექნიკური გახანგრძლივება, მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთი დაინტერესებული იყო რაც შეიძლება მალე მოეშორებინა საქართველოში გაეროს მისია”, - ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი სერგი კაპანაძე. რუსეთის გადაწყვეტილება წინასწარვე ჩანდა ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 15 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში. ამ განცხადებით კრემლმა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს მოუწოდა საქართველოში, აფხაზეთში, გაეროს მისიისთვის მანდატის გაგრძელების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისას გაეთვალისწინებინათ ომით შექმნილი ახალი რეალობა, გაეთვალისწინებინათ კავკასიის ხალხთა ინტერესები და ის, რომ ამ ახალ რეალობაზე თვალის დახუჭვა რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას ხელს არ უწყობს. ”წინააღმდეგ შემთხვევაში, ამიერკავკასიის რეგიონში საერთაშორისო მისიის შეწყვეტაზე პასუხისმგებლობას დავაკისრებთ ჩვენს პარტნიორებს”, - ნათქვამი იყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთი წავიდა კატეგორიული წინააღმდეგი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გამოხატვისა, თუნდაც მხოლოდ ძველი რეზოლუციების მითითებით. ანუ რუსეთმა გაეროს ირიბი ფორმით მოსთხოვა თავის მიერ ძალადობით შექმნილი რეალობის აღიარება და რა მივიღეთ? როგორც კენჭისყრის შემდეგ გაეროში საქართველოს ელჩმა ალექსანდრე ლომაიამ განაცხადა:
”კიდევ ერთხელ გამოჩნდა მთელი მსოფლიო თანამეგობრობის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მოხდა რუსეთის იზოლირება ამ ფუნდამენტურ საკითხში.”
გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ უშიშროების საბჭომ ვერ მიაღწია შეთანხმებას იმ წინადადებების საფუძველზე, რომლებიც მან უშიშროების საბჭოს წარუდგინა და რომლებიც, ბან კი მუნის თქმით, მიზნად ისახავდა ადგილზე სტაბილურობის ხელშეწყობას. რუსეთის საქციელი გაცილებით მკაცრად გააკრიტიკეს გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის წარმომადგენლებმა. შეფასებები გაკეთდა თბილისშიც. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, ის, რომ გუშინ რუსეთს დასჭირდა ვეტოს გამოყენება, არის ნიმუში იმისა, რომ მან მიიღო დასავლეთისგან სიგნალი, რომ დასავლეთი საქართველოს ოკუპაციას არ შეეგუება. ასეთი მხარდაჭერის პირობებში ჩვენ მზად ვიქნებით დავიწყოთ სერიოზული მოლაპარაკებები იმისთვის, რომ ევროკავშირის მონიტორები, ბოლოს და ბოლოს, დაუშვან ოკუპირებულ ტერიტორიებზე."
შეფასება გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემაც: ”ვეტოს გამოყენება დიპლომატიური მარცხია. ვეტო არის როგორც ბირთვული იარაღი, რომელიც, როცა გაქვს, მაშინაც კი არ უნდა გამოიყენო. ეს არის ქვეყნის იზოლაციისა და მისი პოზიციის დაუცველობის ნიშანი”, - თქვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
რაც შეეხება დავით ბაქრაძეს, მან აღნიშნა, რომ საქართველოს მთავარი ამოცანა იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით მიაღწიოს ევროკავშირის მონიტორების ოკუპირებულ რეგიონებში დაშვებას. რაც შეეხება გაეროს, საქართველოში, აფხაზეთში, გაეროს მისიის ბლოკირება ნიშნავს იმას, რომ გაეროში აღარ დაიწერება მოხსენებები აფხაზეთში (საქართველო) არსებული ვითარების შესახებ, რადგან მოხსენებები მისიის მონიტორინგის შედეგებს ეფუძნებოდა; გაეროს უშიშროების საბჭო აღარ მიიღებს რეზოლუციებს საქართველოს შესახებ, მაგრამ გაეროს ექნება თავისი ფუნქცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და საქართველოსთვის ერთგვარ იარაღად დარჩება გაეროს გენერალური ასამბლეა. გენერალურმა ასამბლეამ, შარშან მიღებული გადაწყვეტილებით, დაავალა გენერალურ მდივანს შეემუშავებინა აფხაზეთიდან ეთნიკური წმენდის შედეგად განდევნილების უკან დაბრუნების სქემა და საქართველო ელის ამ სქემას, რომელიც ბან კი მუნს ჯერ კიდევ გასულ შემოდგომაზე უნდა წარმოედგინა. გენერალურ ასამბლეაზე საკითხების გატანა არის დაკავშირებული რთულ პროცედურებთან; ამასთან, გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებები თავისი ძალით ჩამოუვარდება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს. თუმცა ფაქტია, რომ, საქართველოს შემთხვევაში, აქამდე არც უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს უმუშავია. უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ გაეროს სადამკვირვებლო მისია აფხაზეთში გასვლის რეჟიმში გადავიდა. გასვლის რეჟიმი ეხება გალში ძლივძლივობით გახსნილ გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის ოფისსაც. ასე რომ, რუსეთის ძალისხმევით საქართველოს მეორე ოკუპირებული რეგიონი ხდება აბსოლუტურად დახურული არამარტო საქართველოსთვის. ხელისუფლებაში იტოვებენ იმედს, რომ ასეთ სიტუაციაში გაეროს ჰუმანიტარული ხასიათის ორგანიზაციებს მაინც მიეცემათ საშუალება შევიდნენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შევიდნენ აფხაზეთში, გალის რაიონშიც, სადაც დანარჩენი საქართველოსგან იზოლირებული ქართველობა რუსი ოკუპანტებისა და სეპარატისტული რეჟიმის მძევალია, სადაც რუსეთი ახდენს საკუთარი სამხედრო ძალის უპრეცედენტო კონცენტრაციას და სადაც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ასე განმარტავენ აგვისტოს შემდეგ შექმნილ რეალობას:
"სამხრეთ კავკასიაში ძალთა თანაფარდობა შეიცვალა", თქვა სოხუმის ხელისუფლების საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი შამბამ ახლახან აფხაზეთში ჩატარებულ ერთ კონფერენციაზე. "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის გადაწყვეტილებას რუსი ექსპერტები ტყუილად არ უწოდებენ რუსეთის ეროვნულ ინტერესებთან შესატყვის გადაწყვეტილებას. რუსეთი რეგიონში კომპლექსური, გრძელვადიანი გეოსტრატეგიული ინტერესების გატარებას შეუდგა და აფხაზეთი შეიძლება იქცეს ერთგვარ პლაცდარმად მთელ რეგიონში რუსეთის პოზიციების გასამყარებლად."