Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა მკაცრად დასჯადი გახდება


ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა მკაცრად დასჯადი გახდება
please wait

No media source currently available

0:00 0:14:55 0:00

ამ დღეებში პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცხოველებისადმი სასტიკ და არასათანადო მოპყრობაზე სასჯელის გამკაცრებას. დაგეგმილია შესაბამისი ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში. ცვლილებების მიხედვით ცხოველების მოკვდინების შემთხვევა ამიერიდან სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება და ადმინისტრაციული კოდექსი აღარ დაარეგულირებს. გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ ცხოველთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე თინა ჭავჭანიძე აღნიშნული ცვლილების მნიშვნელობაზე საუბრობს. კანონის გამკაცრება არის შედეგი არა მარტო ცხოველთა უფლებების დამცველთა აქტიურობისა, არამედ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა - ბოლო წლებში ცხოველთა მიმართ სასტიკ მოპყრობას არაერთი გამოხმაურება და პეტიცია მოჰყვა, თუმცა სამართალდამცავი სტრუქტურების რეაგირება საკმარისი არ იყო. თუმცა ცხოველთა უფლებების დამცველის აზრით, კანონპროექტი მეტისმეტად ზოგადია და დახვეწას საჭიროებს. კანონპროექტში არ არის გათვალისწინებული, მაგალითად, ცხოველთა ორთაბრძოლა, რომელსაც არანაკლები სისასტიკე ახლავს, ვიდრე ცხოველის წამებას. საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ ცხოველის წამება, სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია დაისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 120-დან 240 საათამდე, შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე.

XS
SM
MD
LG