რევაზ ოკუჯავა - სოხუმელია, რომელიც აფხაზეთში ომის შემდეგ, ბათუმში დასახლდა. ასე შეინარჩუნა მან ზღვასთან სიახლოვე.
დღეს, სოხუმის დაცემის დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფორმულირება დიდად არ მოსწონს, რეზო 30 წლის წინანადელ ამბებს იხსენებს და მსჯელობს იმაზე, თუ როდის და რამ არია აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობა.