14 ივნისს ლგბტქი თემის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა მთავრობის კანცელარიასთან შეკრება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გავრცელდა საპატრიარქოს განცხადება, რომლის თანახმადაც, საპატრიარქო მოუწოდებდა ხელისუფლებას არ დაეშვა 18-23 ივნისს „თბილისი პრაიდის“ ჩატარება.
ლგბტქი თემისა და მათი მხარდამჭერების შეკრების პარალელურად, მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ სასულიერო პირები, ჰომოფობიურად განწყობილი მოქალაქეები, რომლებიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ლგბტქი თემის წევრებსა და მათ მხარდამჭერ სამოქალაქო აქტივისტებს, ემუქრებოდნენ და ცდილობდნენ გაერღვიათ პოლიციის კორდონი; ასევე ემუქრებოდნენ და ხელს უშლიდნენ პროფესიული საქმიანობის შესრულებაში იქ მომუშავე ჟურნალისტებსა და უფლებადამცველებს.