Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფოტორეპორტაჟი: 14 ივნისის საპროტესტო აქციები

14 ივნისს ლგბტქი თემის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა მთავრობის კანცელარიასთან შეკრება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გავრცელდა საპატრიარქოს განცხადება, რომლის თანახმადაც, საპატრიარქო მოუწოდებდა ხელისუფლებას არ დაეშვა 18-23 ივნისს „თბილისი პრაიდის“ ჩატარება.
ლგბტქი თემისა და მათი მხარდამჭერების შეკრების პარალელურად, მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ სასულიერო პირები,​ ჰომოფობიურად განწყობილი მოქალაქეები, რომლებიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ლგბტქი თემის წევრებსა და მათ მხარდამჭერ სამოქალაქო აქტივისტებს, ემუქრებოდნენ და ცდილობდნენ გაერღვიათ პოლიციის კორდონი; ასევე ემუქრებოდნენ და ხელს უშლიდნენ პროფესიული საქმიანობის შესრულებაში იქ მომუშავე ჟურნალისტებსა და უფლებადამცველებს.

16x9 Image

მზია საგანელიძე

მზია საგანელიძე არის რადიო თავისუფლების ფოტორეპორტიორი 2012 წლიდან.

XS
SM
MD
LG