„დინამო არენაზე“ მატჩი საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისსა“ და როტერდამის „ფეიენოორდს შორის. უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს ქართველი ფეხბურთელები უეფასვე გადაწყვეტილებით, მაყურებლის გარეშე ატარებენ. მკაცრი სანქციის მიზეზად ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ ფაშისტური შინაარსის ბანერი დაასახელა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ, „დინამო თბილისის“ ქომაგებმა ტრიბუნაზე გამოფინეს.
„დინამო თბილისმა“ უეფას სანქცია გაასაჩივრა და განმარტა, რომ ბანერი სულაც არ იყო ფაშისტური შინაარსის, მაგრამ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
„დინამო თბილისმა“ უეფას სანქცია გაასაჩივრა და განმარტა, რომ ბანერი სულაც არ იყო ფაშისტური შინაარსის, მაგრამ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.