ტურალ ქურბანლი: ბევრს ვფიქრობ თბილისზე, მაგრამ აქაურობა ჩვენთვის არ არის უსაფრთხო...
ტურალ ქურბანლი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ორი წლის წინ იძულებული გახდა თბილისი დაეტოვებინა და თავშესაფარი ეთხოვა ჰოლანდიის მთავრობისათვის. ალიევის რეჟიმს გამოქცეულმა ჟურნალისტმა ოჯახთან ერთად საქართველოში სამ წელიწად-ნახევარი იცხოვრა. გამომძიებელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის თბილისიდან გატაცების შემდეგ კი მათ თბილისში თავი უსაფრთხოდ ვეღარ იგრძნეს და საქართველოდან წავიდნენ. ტურალი თბილისში 29 მაისისთვის სულ რამდენიმე დღით დაბრუნდა და თავის აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად აფგან მუხთარლის გატაცებიდან ორი წლისთავზე საპროტესტო აქცია გამართა - ამ აქციით მან საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მუხთარლის საქმე დღემდე გამოუძიებელია.
ეპიზოდები
-
იანვარი 16, 2025
ანრი კვარაცხელიას დაკავების ოპერაცია
-
იანვარი 15, 2025
„დე, ჩემთვის იყავი ძლიერი“ - ინტერვიუ ზვიად ცეცხლაძის დედასთან