საქართველოს სკოლებში, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციით, მსგავსი სამუშაოები სკოლებში სასწავლო პროცესის განახლების შემდეგაც რეგულარულად ჩატარდება.