სამი მოქმედი საჯარო მოხელე მიიჩნევს, რომ დღეს, როცა საქართველომ გადაუხვია ევროინტეგრაციის გზას, მათი მხრიდან დუმილი დანაშაულის ტოლფასია.
ისინი ჰყვებიან, რომ ძალადობის გაპროტესტების, ასევე ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებაზე ირაკლი კობახიძის ცნობილი განცხადებისგან გამიჯვნისა და შეცვლილი კანონის კრიტიკის შემდეგ, მათ მიმართ დამოკიდებულება სამსახურში მკვეთრად შეიცვალა - მეგობრულიდან მტრულისკენ.
სალომე, მარიამი და ნინი ამბობენ, რომ მათი უვადო ხელშეკრულებების ვადიანი ხელშეკრულებებით შეცვლამ და კანონში კიდევ არაერთმა სხვა ცვლილებამ, საჯარო მოხელეებს ხელიდან გამოაცალა სტაბილურობის გარანტია და გააჩინა მუდმივი დაუცველობის შეგრძნება, რომ მათ ნებისმიერ დროს გაათავისუფლებენ - როცა ამას უფროსი მოინდომებს.
რადიო თავისუფლებასთან ამ დისკუსიაში ისინი ლაპარაკობენ ყველაფერზე, რაც საჯარო მოხელეებს უკვე შეეხოთ, რაც მათ მომავალში ემუქრებათ და რაც საქართველოს საჯარო სამსახურს მრავალი წლით უკან დააბრუნებს.
ფორუმი