Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ახლა დუმილი დანაშაულია“ - მოქმედი საჯარო მოხელეები ლაპარაკობენ


პარლამენტის კვლევითი ცენტრის სამი მოქმედი თანამშრომელი - სალომე ნატროშვილი, ნინი ლეჟავა და მარიამ ჩაჩუა - ინიციატორები საჯარო სექტორის თანამშრომლების ცნობილი საპროტესტო პეტიციისა, ღიად ლაპარაკობენ იმაზე, თუ როგორ აბრუნებს წარსულში ქვეყანას შეცვლილი კანონი საჯარო სამსახურის შესახებ.

სამი მოქმედი საჯარო მოხელე მიიჩნევს, რომ დღეს, როცა საქართველომ გადაუხვია ევროინტეგრაციის გზას, მათი მხრიდან დუმილი დანაშაულის ტოლფასია.

ისინი ჰყვებიან, რომ ძალადობის გაპროტესტების, ასევე ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებაზე ირაკლი კობახიძის ცნობილი განცხადებისგან გამიჯვნისა და შეცვლილი კანონის კრიტიკის შემდეგ, მათ მიმართ დამოკიდებულება სამსახურში მკვეთრად შეიცვალა - მეგობრულიდან მტრულისკენ.

სალომე, მარიამი და ნინი ამბობენ, რომ მათი უვადო ხელშეკრულებების ვადიანი ხელშეკრულებებით შეცვლამ და კანონში კიდევ არაერთმა სხვა ცვლილებამ, საჯარო მოხელეებს ხელიდან გამოაცალა სტაბილურობის გარანტია და გააჩინა მუდმივი დაუცველობის შეგრძნება, რომ მათ ნებისმიერ დროს გაათავისუფლებენ - როცა ამას უფროსი მოინდომებს.

რადიო თავისუფლებასთან ამ დისკუსიაში ისინი ლაპარაკობენ ყველაფერზე, რაც საჯარო მოხელეებს უკვე შეეხოთ, რაც მათ მომავალში ემუქრებათ და რაც საქართველოს საჯარო სამსახურს მრავალი წლით უკან დააბრუნებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG