Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავში „სტამბოლის ბაზრის“ ნაწილი - „ლურჯი მარკეტი“ დაიწვა


რუსთავის სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე,1000 კვ.მ. მეტრ ფართობზე განთავსებული „ლურჯი მარკეტი“ დაიწვა. ამ ადგილას 90-მდე ადამიანი ტანსაცმლით და ფეხსაცმლით ვაჭრობდა. მათი განცხადებით, ზარალი დიდია, რადგან საქონელი დაზღვეული არ ჰქონდათ. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ არ დადგენილა. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. რკინის კონსტრუქციებით აგებული სავაჭრო ობიექტი შპს-ს „ლურჯ მარკეტს“ ეკუთვნის. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, მათი ზარალი 300 ათას ლარამდეა. ეს ობიექტი მიმდინარე წლის აგვისტომდე იყო დაზღვეული.

XS
SM
MD
LG