Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ძლიერი სარაკეტო შეტევა მიიტანა კიევსა და ხარკოვზე


ხარკოვის ერთ-ერთი ბოლო დაბომბვის შედეგები.
ხარკოვის ერთ-ერთი ბოლო დაბომბვის შედეგები.

2 იანვარს, დილის საათებში რუსეთის არმიამ მორიგი სარაკეტო შეტევა მიიტანა კიევსა და ხარკოვზე.

ხარკოვში თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 40-მდე დაშავდა. კიევში კი, კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, სულ მცირე, ათი ადამიანი დაშავდა.

უკრაინის არმიის ცნობით, თავდასხმა შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოიგერია.

უკრაინელი დიპლომატი ოლექსანდერ შერბა წერს: „ისინი რაკეტებს პიკის საათებში ისვრიან - ზუსტად იმ დროს, როდესაც ხალხი სამსახურებში მიდის... ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რაკეტების წვიმაა კიევში“.

თავდასხმა მოხდა ვლადიმირ პუტინის მიმართვიდან რამდენიმე საათის შემდეგ. პუტინმა განაცხადა, გააძლიერებდა უკრაინაზე თავდასხმას.

უკრაინა აცხადებს, რომ 2024 წლის პირველ დღეს მის ძალებს რუსეთის არმიასთან ჰქონდათ სულ მცირე 56 საბრძოლო შეტაკება, მას მერე, რაც გასულ ღამეს უკრაინის ქალაქებზე „რეკორდულად ბევრი“ დრონითა და რაკეტით განხორციელდა იერიშები.

XS
SM
MD
LG