52 წლის თამილა შარუხიამ ბოსფორის ტრანსკონტინენტურ მარათონში მიიღო მონაწილეობა და 6.5-კილომეტრიანი დისტანცია 1 საათსა და 22 წუთში დაფარა. ის არის მესამე ქართველი ქალი, რომელიც ბოსფორის მარათონში ფინალურ ხაზამდე მიცურდა.
თამილა შარუხია 44 წლის იყო, როცა დიასახლისის ყოველდღიური რუტინის შეცვლა გადაწყვიტა და სირბილით, ველორბოლითა და შემდეგ უკვე ცურვით დაინტერესდა. ამ წლების განმავლობაში მან არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო მარათონში მიიღო მონაწილეობა და საპრიზო ადგილებიც დაიკავა.
ახლა მისი ოცნება ჰავაიში, ტრიათლონში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტიტულის, "აირონმენის" სტატუსის მოპოვებაა.
ფორუმი