შეეძლო სტომატოლოგი გამხდარიყო და პროფესიას, რომელსაც ერთხანს სწავლობდა, ბოლომდე მიჰყოლოდა. ან იურისტი, ან არქიტექტორი. მოკლედ, რომელიმე პოპულარული პროფესია აერჩია, როგორც ამას გულმოდგინედ ურჩევდნენ ახლობლები. მაგრამ დათო ჩაგელიშვილმა სტუდენტობის ასაკამდე დიდი ხნით ადრე იცოდა რა სურდა - უნდოდა ძველი ნივთების რესტავრატორი გამოსულიყო და თბილისში ისეთი სახელოსნო ჰქონოდა, როგორიც არავის ჰქონდა.
არა, არ გამოგივა, არა, არ ღირს - ამ „არახალხს“ არ მოუსმინა. ყველა არაში - კი ესმოდა და მიზანს მიაღწია კიდეც.
დღეს დათო 29 წლისაა და თავის საყვარელ საქმეს აკეთებს. თავად არის თავისი თავის ბატონიც და წესებიც დამდგენიც. 15 წლის ასაკში ერთ-ერთი პირველი ხელსაწყო თავისი ხელით გააკეთა, დღეს კი, რესტავრატორის სახელოსნო აქვს უზნაძის ქუჩაზე, სადაც ასობით ხელსაწყოა გამოფენილი. მათ გარემოცვაში კი დათო მუშაობს - უფრო სწორედ, ძველ, გადასარჩენ ნივთებს „ებრძვის“.
ეს სიყვარული - ძველი ავეჯის, განსხვავებული ფორმების, ხემასალის თუ იშვიათი ხელსაწყოების მიმართ ჯერ კიდევ მაშინ გაუჩნდა, როცა დედას ეხმარებოდა - მას თბილისში ერთ-ერთ ყველაზე პირველი, ანტიკვარული ნივთების მაღაზია ჰქონდა. ძველ ავეჯშიც და ხელსაწყოებშიც რესტავრატორი ისტორიას ეძებს - ვისი იყო? როგორ იყენებდნენ? სად ინახებოდა? ვისი ხელიდან ვის ხელში მოხვდა? დათო ამბობს, რომ გარკვეულწილად ყველა ნივთს ეტყობა თავისი თავგადასავალი.