რას აკეთებს თბილისის განვითარების ფონდი?
გადაცემა „საუბარი თავისუფლებაზე“ გვიამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა კავშირის კვლევაზე „თბილისის განვითარების ფონდის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება“, რომლის პრეზენტაცია 14 მარტს მოეწყო თბილისში. გადაცემის სტუმარი, იურისტი სულხან სალაძე აღნიშნავს, რომ ფონდის მიერ დამფუძნელისთვის წარდგენილი ანგარიშები ზოგადია და არ მოიცავს სრულყოფილ ინფორმაციას. გარდა ამისა თბილისის მთავრობის განკარგულებით დამტკიცებული პროექტები ყოველთვის არ ეხება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევის თანახმად თბილისის განვითარების ფონდი საკმაოდ გაუმჭვირვალი და არაანგარიშვალდებული უწყებაა, მიუხედავად იმისა რომ სოლიდურ საბიუჯეტო თანხებს განკარგავს. საია გვახსენებს რომ ფონდმა მთლიანი შესყიდვების 75 პროცენტი გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელა.