რა ხდება ორბელიანის მოედანზე?
გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ ვაგრძელებთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „თბილისის ჰამქრის“ ერთობლივი კვლევის განხილვას. კვლევა, რომლის პრეზენტაცია 14 მარტს მოეწყო, თბილისის განვითარების ფონდის მუშაობას ეხება. გადაცემის სტუმარი ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილი გვახსენებს, რომ თბილისის განვითარების ფონდის ერთ-ერთი მსხვილი პროექტი ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციაა. ამ პროექტისთვის ბიუჯეტიდან 65 მილიონი ლარია განსაზღვრული.