იაროსლავ რომანჩუკი, "მიზესის" სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პრეზიდენტია. 14 აგვისტოს მან მონაწილეობა მიიღო „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ-შეხვედრაში, სადაც ბელარუსში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე ილაპარაკა. ის თვლის, რომ ერთ-ერთ უპირველეს მყისიერ საფრთხეს დღეს წარმოადგენს რუსეთის ასიმეტრიული ჩარევა ბელარუსის შიდა პროცესებში. რადიო თავისუფლებამ შეხვედრის შემდეგ ჩაწერა ინტერვიუ იაროსლავ რომანჩუკთან, რომელიც 2010 წელს პრეიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო. ის და მისი გუნდი არიან ავტორები არაერთი კანონპროექტისა, რომლებიც ბელარუსში რეფორმების გატარებას ითვალისწინებს და რომელთა კანონად ქცევის პოლიტიკური ნება ქვეყანაში დღემდე არ არსებულა.
ინტერვიუს მოკლე ვერსია.
ინტერვიუს მოკლე ვერსია.