Accessibility links
მთავარ შინაარსზე დაბრუნება
მთავარ ნავიგაციაზე დაბრუნება
ძიებაზე დაბრუნება
ახალი ამბები
თემები
პოლიტიკა
ეკონომიკა
საზოგადოება
კულტურა
სპორტი
ვიდეო
ბლოგები
პოდკასტები
ასათიანის კუთხე
ნიკოს პოდკასტი
60 დეციბელი
განკითხვის დღე
დილის საუბრები
მოლაპარაკე ტექსტები
შინ - უცხოეთში
ლიტერატურული წახნაგები
ამერიკული მოთხრობა
გადაცემები
თავისუფლების მონიტორი
ფენოვანი - 2.10
თქვენი პუბლიკაციები
პროექტები
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები - 2022
დამოუკიდებლობის 100 წელი
ჩემი სიკვდილის მიზეზია COVID-19
11 წელი - 11 ამბავი
საპარლამენტო არჩევნების ისტორია
ბავშვები პროსტიტუციაში - ამოუთქმელი ამბავი
5 ამბავი - 20 ივნისს დაშავებულები
აგვისტოს ომი
Привет კულტურა
ЭХО КАВКАЗА
გამოიწერე
რთე/რთ-ის ყველა საიტი
ძიება
რადიო
რადიო
ძიება
წინა
შემდეგი
Breaking News
ფოტოგალერეა
რა ბედი ეწია რუსეთის ქარვის ოთახს
ოქტომბერი 09, 2020
პოლონელმა მყვინთავებმა იპოვეს გემის ნარჩენები, რომლებიც შესაძლოა ცარიზმისდროინდელ ქარვის ოთახთან იყოს დაკავშირებული. ფასდაუდებელი ძვირფასეულობა მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც იქაურობა მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებმა გაძარცვეს.
1
რუსული ქარვის ოთახი, ფოტო გადაღებულია 1917 წელს. ეს სივრცე ტონობით გათლილი ქარვით, ოქროთი და ძვირფასეულობით არის მოპირკეთებული. ოთახი 1716 წელს პეტრე დიდს პრუსიამ მიართვა საჩუქრად. ზოგი მას მსოფლიოს „მერვე საოცრებას“ უწოდებს.
2
ქარვა ხის გაქვავებული ფისია, რომელიც ათეულობით მილიონი წლის განმავლობაში მიწის ქვეშ ძვირფასი ქვის მსგავს მასად იქცა. გამჭვირვალე, კარამელისებური სილამაზის გამო ის პრეისტორიული ხანიდან ძვირად ფასობს.
3
ქარვის ოთახი 1941 წლამდე სანკტ-პეტერბურგში ეკატერინეს სასახლეში იყო, ყოფილ სამეფო რეზიდენციასთან.
4
როდესაც საბჭოთა კავშირში გერმანელები შეიჭრნენ, ეკატერინეს სასახლის მცველები შეეცადნენ ქარვის ოთახი დაეშალათ და გადაემალათ, მაგრამ მას შემდეგ, რაც რამდენიმე ნაჭერი მუშების ხელთათმანებში ჩაიმსხვრა, გადაწყვიტეს ოთახი ყალბი კედლებით დაეფარათ.
5
რუსული საგანძურის დამალვის მცდელობის ამბავმა ნაცისტებამდეც მიაღწია. ის გადაიტანეს კენიგსბერგში, ახლანდელ კალინინგრადში (მაშინ ჯერ კიდევ გერმანიას ეკუთვნოდა) და ძველ ციხეში დამალეს.
6
მალე ომის ბორბალი უკან დატრიალდა და საბჭოთა ჯარები ნაცისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე შეიჭრნენ. როდესაც წითელი არმია კენიგსბერგში შევიდა, მოკავშირე ძალები მას ჰაერიდან დაეხმარნენ, რის გამოც ქალაქის დიდი ნაწილი დაინგრა.
7
კენიგსბერგი ომის შემდეგ. ბევრი ექსპერტი, რომელიც ქარვის ოთახის ბედს იკვლევდა, მიიჩნევდა, რომ ფასდაუდებელი პანელები ხანძრის დროს განადგურდა. მაგრამ დადიოდა ხმები, რომ გაქცევისას გერმანელებმა პანელები საზღვარგარეთ ორთქლმავლით წაიღეს.
8
გემმა წითელი არმიის შემოჭრას გაასწრო. ორთქლმავალი, სახელად Karlsruhe, ერთ-ერთი გახლდათ იმ 158 გემიდან, რომელიც მასობრივი ევაკუაციის დროს ჩაიძირა. გემზე 1058 ადამიანი და დიდი ოდენობით ტვირთი იყო.
9
30 სექტემბერს პოლონელი მყვინთავების ჯგუფმა განაცხადა, რომ პოლონეთის სანაპიროზე Karlsruhe-ს ნარჩენები იპოვეს.
10
ფოტო გადაღებულია გემის შიგნით, რომელიც, როგორც ამბობენ, საბჭოთა სამხედრო თვითმფრინავებმა ჩაძირეს. პოლონელმა მყვინთავებმა განაცხადეს, რომ გემი „თითქმის დაუზიანებელია“. შიგნით იპოვეს სამხედრო მანქანები, ფოსფორი და უამრავი ყუთი გაურკვეველი შიგთავსით.
ჩამოტვირთე მეტი
რა ბედი ეწია რუსეთის ქარვის ოთახს
Back to top
XS
SM
MD
LG