პოლონელმა მყვინთავებმა იპოვეს გემის ნარჩენები, რომლებიც შესაძლოა ცარიზმისდროინდელ ქარვის ოთახთან იყოს დაკავშირებული. ფასდაუდებელი ძვირფასეულობა მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც იქაურობა მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებმა გაძარცვეს.
რა ბედი ეწია რუსეთის ქარვის ოთახს

11
მალე გაირკვევა კიდევ რა ტვირთი მიჰქონდა გემს.

12
საგანძურის გაუჩინარების შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ ქარვის ოთახის აღსადგენად ოსტატები დაიქირავა, რომელთა შორის იყო ვიაჩესლავ კურაკუნი.

13
ოსტატი რეკონსტრუქციისთვის ისტორიულ ფოტოს იყენებს. ოთახის აღდგენას 24 წელი დასჭირდა.

14
ქარვის ოთახი დღეს. მყვინთავებიდან ერთ-ერთი, რომელიც გერმანული გემის აღმოჩენაში მონაწილეობდა, ამბობს, რომ შესაძლებელია ჩაძირული გემის მეშვეობით ლეგენდარული ოთახის შესახებ რაიმე ახალი გაიგონ.