Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ და დაუსჯელი დამნაშავეები


საოკუპაციო რეჟიმისგან კვლავაც გაუგებარი და ცინიკური პასუხები ისმოდა 20 ივნისს ჟენევაში, საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდის ფარგლებში, სადაც ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული მწვავე საკითხები. მთავარი შეკითხვები მოკლული ქართველი სამხედროსთვის ამოცლილ შინაგან ორგანოებს უკავშირდება. პარალელურად, პოლიტიკური ოპონენტები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის დამტკიცების გაჭიანურებისთვის აკრიტიკებენ. პარლამენტის მიერ მარტში მიღებული რეზოლუციის თანახმად, სია მთავრობას პარლამენტისთვის 15 ივნისამდე უნდა წარედგინა. თემა დომინირებდა 20 ივნისსაც, ე.წ. დროებითი მთავრობის დამტკიცების პროცედურის ფარგლებში.

რუსეთი კვლავაც ცდილობს გაექცეს პასუხისმგებლობას არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით და ერთგვარი შუამავლის როლის შენარჩუნებას ცდილობს. 20 ივნისს, ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში, ქართულმა მხარემ უკვე მერამდენედ უშედეგოდ დააყენა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავეების ადეკვატურად დასჯის მოთხოვნა და, ცხადია, შინაგანი ორგანოების გადმოცემის საკითხიც. მიუხედავად იმისა, რომ ოსურ მხარესთან ამ თემაზე შეთანხმება შეუძლებელია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი გამოსავალს ისევ ქართულ-ოსურ მოლაპარაკებებში ხედავს. კომენტარი კარასინმა ჟენევაში, „1არხთან“ საუბრისას გააკეთა.

გრიგორი კარასინი ტატუნაშვილის საქმეზე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:17 0:00

პარალელურად, საქართველოში აქტუალურობას არ კარგავს შეკითხვა - რატომ დაგვიანდა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის დამტკიცება იმ რეზოლუციის შესაბამისად, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 21 მარტს დაამტკიცა. რეზოლუციის თანახმად, საქართველოს მთავრობას პარლამენტისთვის 2018 წლის 15 ივნისამდე უნდა წარედგინა „ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა - ე.წ. „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“. გიგა ოთხოზორიაც საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლია და, რუსეთის მფარველობით, დღემდე არც მისი მკვლელია დასჯილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, სალომე სამადაშვილს, არ უკვირს, რომ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შემადგენლობის შესახებ. იმის გამო, რომ გარკვეული შენიშვნები ჰქონდა რეზოლუციის ტექსტთან მიმართებით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან.

სალომე სამადაშვილი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:52 0:00

რატომ დაგვიანდა სიის დამტკიცება?

ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა არაერთხელ მოუწიათ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ე.წ. დროებითი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურის ფარგლებში, 19-20 ივნისს თბილისსა და ქუთაისში. მათ შორის იყო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძეც, რომელმაც „ევროპული საქართველოს“ დეპუტატის, გიორგი კანდელაკის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა. მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ სია მზად არის, მაგრამ მისი დამტკიცება სამთავრობო ცვლილებებმა გადაავადა. ეს პასუხი 20 ივნისს სხვებმაც გაიმეორეს.

ქეთევან ციხელაშვილი - „ოთხოზორია ტატუნაშვილის სიაზე“
please wait

No media source currently available

0:00 0:01:02 0:00

გადავადების დასახელებული მიზეზები არადამაკმაყოფილებელია გიორგი კანდელაკისთვის. ის ფიქრობს, რომ პროცესი მაინც გაჭიანურდა და შედეგი გვიანდება. „

გაუგებარია, რატომ დასჭირდა მთავრობას ამდენი დრო ამ სიის შესამუშავებლად?“ - შეკითხვას სვამს კანდელაკი, რომელიც პრინციპულ საკითხებად მიიჩნევს, ვის ვიხილავთ ამ სიაში და გავრცელდება თუ არა ამ პირებზე საერთაშორისო სანქციები.

გიორგი კანდელაკი - „ოთხოზორია ტატუნაშვილის სიაზე“
please wait

No media source currently available

0:00 0:01:11 0:00

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG