Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პერსონაჟი: ეჟენ დე რასტინიაკი


ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პერსონაჟი“ გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე უფრო „დამუშავებულ“ პერსონაჟზე, რომელსაც ვეცნობით ახალგაზრდობიდან და მივყვებით სიბერემდე, ონორე დე ბალზაკის უზარმაზარი პანოს, მეცხრამეტე საუკუნის პირველი ნახევრის საფრანგეთის ნამდვილი ენციკლოპედიის, „ადამიანური კომედიის“, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან, „გამჭოლ პერსონაჟზე“, რომელიც რომანიდან რომანში გადადის და ნელ-ნელა იცვლება მკითხველის თვალწინ, - ეჟენ დე რასტინიაკზე. სამხრეთელი ღარიბი არისტოკრატი, რომელიც ჩამოდის პარიზში და პერ-ლაშეზის სასაფლაოდან ემუქრება დედაქალაქს, ახლა ჩვენ ორს შორისო, რომანებიდან პირველად გენიალურ „მამა გორიოში“ გვხვდება. ახალგაზრდაა და ოცნებობს საზოგადოების სიმაღლეთა დაპყრობაზე. მართალია, ფული არ გააჩნია, მაგრამ აქვს სარეკომენდაციო წერილი თავის ნათესავთან, არისტოკრატიული სალონების ერთ-ერთ დედოფალთან, მადამ დე ბოსეანთან. ეს მისი ბიძაშვილია და იგი ასწავლის, როგორ უნდა გაყიდოს თავისი სიყმაწვილე და სილამაზე. გზა მაღალი საზოგადოებისკენ საყვარლის საწოლზე გადის. ამ გზას რასტინიაკი ბოლომდე გაივლის. ყმაწვილი კაცი, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, რომელმაც მეგობართან ერთად უკანასკნელ გზაზე გააცილა ორი ქალიშვილის მამა და მაინც უპატრონო მამა გორიო და უკანასკნელი გროშები გაიმეტა მისი დაკრძალვისათვის, და კარგად ჩამოყალიბებული მგელი, რომელმაც, ფაქტობრივად, გაძარცვა თავისი მეუღლე (სხვათა შორის, თავისივე საყვარლის ასული), მსოფლიო ლიტერატურაში კარიერისტის საზოგადო სახე გახდა. როგორ გაათხოვა პროვინციიდან ჩამოყვანილი დები, როგორ გახადა ეპისკოპოსი თავისი ძმა, როგორ გახდა მინისტრი, საფრანგეთის პერი, მილიონერი და, საბოლოოდ, როგორ გადაგვარდა მორალურად, – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

XS
SM
MD
LG