სამშენებლო ობიექტზე მუშა გარდაიცვალა. ის თბილისში, კოსტავას 75 ნომერთან მდებარე ახლად აშენებული კორპუსიდან გადმოვარდა. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის განცხადებით, წინასწარი მოკვლევით, სიკვდილი მიზეზი ხარაჩოების დემონტაჟის დროს დარღვეული უსაფრთხოების პირობები იყო.