მოქვის ტაძარს აფხაზეთში საფრთხე ემუქრება
„ეხო კავკაზას“ ჟურნალისტის, ელენა ზავოდსკაიას, ცნობით, მოქვის ტაძარი, რომელიც ოჩამჩირის რაიონის სოფელ მოქვში მდებარეობს და მეფე ლეონ მესამის მიერ მეათე საუკუნეშია აგებული, დღეს დანგრევის პირზეა. შიდა ფასადს ობი მოედო, სინესტე კი კედლებს აზიანებს. დაზიანებულია ტაძრის გუმბათიც. აფხაზეთის დე ფაქტო კულტურის მინისტრის განცხადებით, მათ ტაძრების სარესტავრაციო ფინანსები არ გააჩნიათ. არადა, აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ 40-მდე ტაძარს რემონტი სჭირდება.მოქვის ტაძარი, ისევე როგორც დანარჩენი ეკლესიები, ე.წ. აფხაზური ეკლესიის ბალანსზეა. იქ სულ უფრო იშვიათად ტარდება ღვთისმსახურება.
ეპიზოდები
-
იანვარი 16, 2025
ანრი კვარაცხელიას დაკავების ოპერაცია
-
იანვარი 15, 2025
„დე, ჩემთვის იყავი ძლიერი“ - ინტერვიუ ზვიად ცეცხლაძის დედასთან