Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარიამი - ჰოსპისის გენერალი


მარიამი - ჰოსპისის გენერალი
please wait

No media source currently available

0:00 0:09:10 0:00
წელიწადში რამდენჯერმე 4 წლის მარიამი, დედას, თათიას, ახალციხის სოფელ კლდიდან თბილისში, ბავშვთა ჰოსპის “ციცინათელების ქვეყანაში“ მიჰყავს და იქ ერთი ან ორი კვირა რჩებიან - ჰოსპისში მარიამს აქვს საკვები, აუცილებელი წამლები და რაც მთავარია, ზრუნვა.

მარიამის დედას მხოლოდ ამ დროს შეუძლია ცოტა ხნით დასვენება, მარიამს კი სურვილების ასრულება - ტყუილად არ უწოდებენ მოფერებით ჰოსპისის „გენერალს“.

მარიამი სპინა ბიფიდას დიაგნოზით დაიბადა. ხერხემალზე ღია ჭრილობით. გადარჩენის იმედი არ არსებობდა, დატოვებაც შესთავაზეს, მაგრამ თათიამ ბრძოლის გზა აირჩია - თან მარტომ.

დღეს იცის, რომ ხერხემალზე ოპერაციის გარეშე მარიამი ფიზიკურად ვერ გაიზრდება. ოპერაცია კი ჯერ მხოლოდ ოცნების ნაწილია, რადგან თათიას შემოსავალი მარიამის 250 ლარიანი პენსია და 50 ლარიანი სოციალური დახმარებაა.

ჯერ თათია ამ ბრძოლაში მარტოა და არც ის იცის, ოდესმე შეძლებს თუ არა შვილის უცხოეთში საოპერაციოდ წაყვანას, ან მუშაობას ისევ მარიამისთვის. რაც ზუსტად იცის, ის არის, რომ უწყვეტად ყურს უსმინოს მარიამის გულს, რომელიც მას მარჯვენა მხარეს უცემს.



XS
SM
MD
LG