ლიტერატურული გადაცემა “წახნაგები” რუბრიკით “პრემია” გთავაზობთ საუბარს 2010 წლის ნობელის პრემიის ლაურეატ, თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს მწერალზე, პერუელ მარიო ვარგას ლიოსაზე და მის შედევრზე — “ბოლო ჟამის ომზე”, რომლის დოდო ყვავილაშვილისეული ქართული თარგმანი წელს გამოსცა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ (რედაქტორი ანა ჭაბაშვილი). ლიოსა პოპულარული სახელია ქართულ ლიტერატურულ სამყაროში, მის რომანებს, დაწყებულს “ქალაქი და ძაღლებიდან” და “ვაცის ნადიმით” დამთავრებული ჩვენში კარგად იცნობენ, მაგრამ “ბოლო ჟამის ომი” მაინც განსაკუთრებულია ჩვენთვის, რადგან მის სამოქმედო სივრცესაც და ცენტრალურ პერსონაჟებსაც კარგად ვიცნობთ ჩვენი შესანიშნავი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის “სამოსელი პირველით”, მისი კანუდოსითა და დიდი კანუდოსელებით. ლიოსას კანუდუსი კონსეილეირუდ წოდებულმა იისფერსამოსიანმა კაცმა ჩამოაყალიბა და ყოფილ ავაზაკებს, უბრალო გლეხებს, ყოფილ მონებს, ცოდვილებს, მარგინალებს მიწიერი სამოთხე აჩუქა. ეს თემი რესპუბლიკურ ბრაზილიას დაუპირისპირდა, რესპუბლიკა ანტიქრისტედ გამოცხადდა. და დაიწყო ომი. სამი სასტიკი შეტევა მოიგერია კანუდუსმა, მაგრამ მეოთხეს ვეღარ გაუძლო. ვინ იყო მენდეს მასიელი, ავანტურისტი, ახალი ქრისტე, დონ კიხოტი, რევოლუციონერი, ანარქისტი თუ წმინდანი? რატომ შექმნა ლიოსამ ევროპელი ჩე გევარას, გალილეო გალის სახე, რატომ მალავდა ბრაზილიის ფედერ ალური მთავრობა კანუდუსის ტრაგ ედიას წლების განმავლობაში — ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.
გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი: