Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Odi et amo („მძულს და მიყვარს“) გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ წყვილზე, ფრანგული ლიტერატურისა და ეგზისტენციალიზმის ვარსკვლავებზე, ჟან-პოლ სარტრსა და ალბერ კამიუზე. ძნელი წარმოსადგენი იყო ორი ამაზე განსხვავებული ადამიანი. სარტრი მაღალი წარმომავლობის ოჯახიდან იყო, მიიღო ძალიან კვალიფიციური განათლება, არასოდეს არ უჭირდა მატერიალურად. ალბერ კამიუ „შავფეხიანი“ იყო (ალჟირში დაბადებული ფრანგი), ოჯახს ძალიან უჭირდა, დედა დამლაგებელი იყო, მამა პირველ მსოფლიო ომში დაიღუპა; განათლება ალჟირში მიიღო და ამ მხრივ პარიზელ სარტრს ვერ შეედრებოდა. მათი შეხვედრა მაინც მოხდა. ჯერ სარტრმა დაწერა მშვენიერი რეცენზია კამიუს გენიალურ მიკრორომან „უცხოზე“, შემდეგ ალბერ კამიუ თავისი ფეხით მივიდა თეატრში, სადაც სარტრი თავის დაუვიწყარ პიესას, „ბუზებს“ დგამდა გერმანული ოკუპაციის პირობებში. კამიუ შევიდა და გამოაცხადა: „მე კამიუ ვარ“. დაიბადა გასაოცარი მეგობრობა, რომელსაც ყურადღებით ადევნებდა თვალს მთელი მსოფლიო. როგორ მოხდა განხეთქილება ამ გიგანტებს შორის, როგორ ჩამოყალიბდნენ მეგობრები მტრებად, რა თქვა სარტრმა კამიუს ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ — ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

XS
SM
MD
LG