Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობა ხაბაზი: ძალიან მალე ვიზეიმებთ ერთად გამარჯვებას!


კობა ხაბაზი: ძალიან მალე ვიზეიმებთ ერთად გამარჯვებას!
please wait

No media source currently available

0:00 0:07:22 0:00

22 აპრილს უკრაინაში მებრძოლ ერთ-ერთ უძველეს და უდიდეს უცხოელ მოხალისეთა დანაყოფ „ქართულ ლეგიონს“ დაარსების მე-9 წლისთავი შეუსრულდა. სწორედ რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ გაწევრიანდა „ქართულ ლეგიონში“ კობა ხაბაზი.

22 აპრილს უკრაინაში მებრძოლ ერთ-ერთ უძველეს და უდიდეს უცხოელ მოხალისეთა დანაყოფ „ქართულ ლეგიონს“ დაარსების მე-9 წლისთავი შეუსრულდა.

როგორც მისმა მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, მთლიანობაში „ქართულ ლეგიონში“ ამჟამად 1000-ზე მეტი, სხვადასხვა ეროვნების მოხალისეა გაერთიანებული და მსურველთა ნაკადები არ წყდება რუსეთის მიერ შარშანდელი 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული მასშტაბური ომის შემდეგ.

სწორედ რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ გაწევრიანდა „ქართულ ლეგიონში“ კობა ხაბაზი. საქართველოს მე-6 და მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, 2004 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი. კობა ხაბაზი, რომელიც „ქართული ლეგიონის“ საარტილერიო დივიზიონის შემადგენლობაში ხშირად მონაწილეობს მოწინავე პოზიციების საცეცხლე მხარდაჭერაში, ცოტა ხნის წინ როტაციით დაბრუნდა ფრონტის ხაზიდან.

XS
SM
MD
LG