Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
თბილისში, ბაგებში მიწის მასა ჩამოიშალა - მერია ამბობს, რომ ვითარებას გეოლოგები შეისწავლიან

თბილისში, ბაგებში მიწის მასა ჩამოიშალა - მერია ამბობს, რომ ვითარებას გეოლოგები შეისწავლიან


თბილისში, ბაგებში, „მეტრა დეველოპმენტის“ სამშენებლო ტერიტორიაზე ფერდიდან მიწის ნაწილი ჩამოიშალა. ფოტოები Facebook-ზე გავრცელდა. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში, მიმდინარე მშენებლობა შემთხვევის ადგილას შეჩერებულია და ვითარებას გეოლოგები შეისწავლიან.

„მშენებლობა ხორციელდებოდა შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე. შპს "მეტრა დეველოპმენტს" წარმოდგენილი ჰქონდა სავალდებულო საექსპერტო შეფასებები, მათ შორის, გეოლოგიური დასკვნა, თუმცა ფერდის ერთ მონაკვეთში, კლდოვანი ფენის ქვეშ აღმოჩნდა თიხნარი. შემდგომი ღონისძიებები დაიგეგმება გეოლოგების დასკვნის საფუძველზე“, - ამბობენ მუნიციპალურ ინსპექციაში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი, თეა გოდოლაძე მიიჩნევს, რომ მომხდარი არასწორი მშენებლობის ბრალია, რამაც გრუნტის დაშლა გამოიწვია.

XS
SM
MD
LG