Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზოე პერე: სულიერად საქართველოში დავრჩი


ზოე პერე: სულიერად საქართველოში დავრჩი
please wait

No media source currently available

0:00 0:43:32 0:00
გადმოწერა

საქართველოში ვინც ზოეს პერეს იცნობს და უსაუბრია მასთან იცის, რომ ის ისე იყო შერწყმული იქაურობას ყველაზე ქართულით, რაც კი არსებობს, - ენით, მრავალხმიანი სიმღერით და უამრავი მეგობრით, - ვერც კი იფიქრებდა, რომ უკან, საფრანგეთში დაბრუნდებაო.

2018 წელს თბილისში, სადაც ზოე ცხოვრობდა, სადაც მუშაობდა მისი კაფე და სადაც გაიგონებდით მოძახილს მის ანსამბლ “კიმელიასთან” ერთად, ოპერატორ ილია სამურგანიდისთან ერთად გადავიღეთ მოკლე ფილმი ზოე პერეზე: "მონპელიელი ქალის მრავალხმიანი ქართული".

ზოე ახლა გატაცებით ჰყვება საფრანგეთში, ტულუზაში ცხოვრებაზე, სადაც აგრძელებს იმ საქმეს, რასაც მრავალხმიანი სიმღერა და ამის სწავლება ჰქვია, მთავარი მუსიკა მასში კვლავ საქართველოა. არ წავსულვარ საქართველოდან, სულიერად საქართველოში დავრჩიო, მიყვება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG