„ჩვენ უფრო და უფრო მეტად მომზადებულები ვართ და ვფიქრობ, რომ პუტინი საკუთარ გადაწყვეტილებას კარგად აწონ-დაწონის, რადგან ხვდება, რომ შემოჭრის შემთხვევაში რუსეთიც ბევრს დაკარგავს“ - ამბობს მიხაილო ჟერნაკოვი, ფონდ „დე იურე“-ს საბჭოს თავმჯდომარე და აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნების გვერდში დგომა: „ახლა, ამ ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია გვერდში დაუდგეთ უკრაინას. ვფიქრობ, ქვეყნებმა უნდა გამოხატონ მხარდაჭერა როგორც შეიარაღების გადაცემის მხრივ, ასევე დიპლომატიური კუთხით - ორივე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის“.
უკრაინის მართლმსაჯულების რეფორმის ექსპერტი ანდრო გიგაური თვლის, რომ „დღეს უკრაინელი ხალხი იცავს ევროპულ ინტერესებს“ და „რა თქმა უნდა, უკრაინელებს ესმით, რომ ჩვენ ბრიტანეთის და აშშ-ს მსგავს სამხედრო დახმარებას ვერ გავუწევთ, მაგრამ მოლოდინი არის თანაგრძნობის, მკაცრი განცხადებების, რომლებიც მიმართული იქნება კონკრეტული ადრესატის მიმართ და ეს ადრესატი აუცილებლად უნდა იყოს დასახელებული. მოლოდინი არის იმისი, რომ საქართველო გვერდში ედგება, რადგან ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ უკრაინა ამ წუთას არის გადაბმული საქართველოსთან. თუ რუსეთს უკრაინაში გაუვიდა, რაც უნდა, შემდეგი იქნება, არა მხოლოდ, მაგრამ მათ შორის - საქართველო“.
„უკრაინის კრიზისი“ და სოლიდარობის ფასი რადიო თავისუფლებისა და EPRC-ს ერთობლივ პოდკასტში „მსოფლიო თავდაყირა“: