Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ არ დაუჭირა მხარი პროპორციულ საარჩევნო წესზე გადასვლას


პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, კანონპროექტის მისაღებას 113 ხმა იყო საჭირო.

ენზელ მკოიანი, კახა ოქრიაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე არიან ის სამი პარლამენტარი, რომლებმაც ხმა კანონპროექტის საწინააღმდეგოდ მისცეს. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო დარბაზში მყოფმა 37-მა დეპუტატმა. მათი სია ასე გამოიყურება:

  • ირაკლი აბუსერიძე
  • ირაკლი დაჩი ბერაია
  • ანზორ ბოლქვაძე
  • გოგა გულორდავა
  • გოჩა ენუქიძე
  • მუხრან ვახტანგაძე
  • ცოტნე ზურაბიანი
  • ედიშერ თოლორაია
  • შალვა კიკანველიძე
  • ​კობა კობალაძე,
  • კარლო კოპალიანი
  • გიორგი კოპაძე
  • კობა ლურსმანაშვილი
  • სამველ მანუკიანი
  • ​იოსებ მაკრახიძე
  • ​გურამ მაჭარაშცილი
  • ​სულხან მახათაძე
  • ირაკლი მეზურნიშვილი
  • გოგი მეშველიანი
  • სავალან მირზოევი
  • რომან მუჩიაშვილი
  • დიმიტრი მხეიძე
  • პაატა მხეიძე
  • თამაზ ნავერიანი
  • რუსლან პოღოსიანი
  • დავით სონღულაშცილი
  • ​ირაკლი ქვარაია
  • მიხეილ ყაველაშვილი
  • ირაკლი შიოლაშვილი
  • გოდერძი ჩანქსელიანი
  • ოთარ ჩრდილელი
  • ნინო წილოსანი
  • შოთა ხაბარელი
  • ლერი ხაბელოვი
  • ირაკლი ხახუბია
  • თენგიზ ხუბულური
  • ვიქტორ ჯაფარიძე

სხდომათა დარბაზში 141 დეპუტატი იმყოფებოდა, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა. „კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა შორისაა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი. კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს სრულად დაუჭირეს მხარი ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოსა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა.

საკონსტიტუციო კანონპროექტი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას და არჩევნების მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარებას 2020 წლიდან ითვალისწინებდა, ნაცვლად 2024 წლისა, როგორც ეს მოქმედ კონსტიტუციაშია ასახული. კანონპროექტით იკრძალებოდა ბლოკების შექმნა და წესდებოდა ნულოვანი საარჩევნო ბარიერი.

საარჩევნო წესის ცვლილება იყო 20-21 ივნისის შემდეგ პერმანენტული აქციების. პროპორციულ წესზე 2020 წლის არჩევნებისთვის გადასვლის პირობა მოსახლეობას ბიძინა ივანიშვილმა მისცა.

XS
SM
MD
LG