Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასაქმებული დედები ყოველდღიურ სიძნელეებზე ყვებიან

დასაქმებული დედები ყოველდღიურ სიძნელეებზე ყვებიან
please wait

No media source currently available

0:00 0:02:53 0:00

რატომ არ არის ადვილი დედისა და თანამშრომლის სტატუსის ერთდროულად ტარება საქართველოში და, საერთოდ, დგას თუ არა დღის წესრიგში არჩევანი შვილსა და სამსახურს შორის? დასაქმებული დედები თავიანთ ყოველდღიურ სიძნელეებზე გვიყვებიან.

მოცემულობა ასეთია: ერთი ან რამდენიმე შვილი - ბაღში/სკოლაში მიყვანისა და გამოყვანის საათები მუდმივად თავში ტრიალებს; რა უნდა ჭამონ შუადღისას? თუ ამინდი გაუარესდა, პირველი ფიქრი ისაა, აცვიათ თუ არა თბილად. ზრუნავ და ცდილობ, ნაკლები დრო გაატარონ გაჯეტებთან; ჯანმრთელობაზე, მოწესრიგებულ ძილსა და ზაფხულში მათ დასვენებაზეც საფიქრალია. ყველაფერი კი გასაწერია ამ თვის ბიუჯეტში, რომელიც არ უნდა იყოს ძალიან დიდი. აქვე - სამსახური, დილიდან დაწყებული საქმე, დღის გეგმა, დედლაინი, შეხვედრა 15:00 საათზე და ერთ დღეში მოსასწრები საქმეები.

XS
SM
MD
LG