Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადათხრილი რუსთაველის გამზირი ქუთაისში


გადათხრილი რუსთაველის გამზირი ქუთაისში
please wait

No media source currently available

0:00 0:01:30 0:00

ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, თითქმის სამი თვეა მიმდინარეობს მიწისქვეშა მუნიციპალური წყალგაყვანილობის სარემონტო სამუშაოები. ამის გამო ქალაქის ცენტრალური გზა ნაწილობრივ გადაკეტილია. ავტოტრანსპორტს რუსთაველის გამზირზე მოძრაობა უჭირს. ხშირად იქმნება საცობები. მძღოლები გადაადგილების გასამარტივებლად ტროტუარებსაც იყენებენ, რაც საფრთხეს უქმნის ფეხით მოსიარულეებს. რუსთაველის გამზირზე წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია SMK ახორციელებს. ჯერჯერობით უცნობია ზუსტი თარიღი, როდის დასრულდება რეაბილიტაცია და დაიგება გზა.

XS
SM
MD
LG